მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.
ყოველმან რტომან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი ჩემ თანა, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უმრავლესი ნაყოფი მოიღოს.
ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
და დაადგერით ჩემ თანა, და მე თქუენ თანა, რამეთუ ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა მოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრევე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა.
მე ვარ ვენაჴი, და თქუენ -- რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთ.
უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს.
უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲ გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.
ამით იდიდა მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე.
ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ზედა ჩემსა.
უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა.
ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს.
ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარობდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.
უფროჲსი ამისა სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა თავი თჳსი დადვა მეგობართა თჳსთა ზედა.
თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ.
არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობარ, რამეთუ ყოველი, რომელი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ.
არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარობდეთ ურთიერთას.
უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.
უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა ჳხართ თქუენ სოფლისაგანნი, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.
მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელი გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.
არამედ ესე გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.
უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს
რომელსა მე ვსძულდე, მამაჲცა ჩემი სძულდეს.
უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილესცა მე და მო-ცა-მიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.
არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.
ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.
და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.