ნუ შეძრწუნდებინ გული თქუენი, გრწმენინ ღმრთისა და გრწმენინ ჩემდა მომართ.
სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ: წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.
და უკუეთუ მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.
და ვიდრე-იგი მივალ მე, იცით და გზაჲცა იგი იცით.
ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, და არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.
უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.
ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.
ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღარა მიცი მეა, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?
არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა? სიტყუათა, რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.
გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენდეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისა ქმნეს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ.
და რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.
უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ.
და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე,
სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.
არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.
და მცირედღა, და სოფელი ესე არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.
მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.
რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა, და მის თანა დავადგრეთ.
ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს, და სიტყუანი, რომელნი გესმიან, არა არიან ჩემნი, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.
ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ რომელი მოავლინოს მამამან სახელითა ჩემითა, მან გასწავოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.
მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მოსცის, მე მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებინ გული თქუენი, ნუცა ეშინინ.
გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს.
და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.
არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოვოს.
არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მამაჲ ჩემი, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვყო. აღდეგით და წარვედით ამიერ.