და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგანი.
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?
ჰრქუა მათ იესუ: არცა მაგან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმჱ ღმრთისაჲ მაგის ზედა.
და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღჱ არსღა; მოვალს ღამჱ, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.
ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.
და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო მან თიჴაჲ იგი თუალთა მის ბრმისათა.
და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმანების მოვლინებულად. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა და მოვიდა და ჰხედვიდა.
ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველ იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ზინ და ითხოვნ?
სხუანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა, ვითარმედ: მე ვარ..
ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცსა რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თუალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ სილოამდ და დაიბანე. და მივედ და დავიბანენ და აღვიხილენ.
ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა ვიცი.
იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა და აღუხილნა თუალნი მისნი.
მოიყვანეს ფარისეველთა წინაშე, რომელ-იგი იყო პირველად ბრმაჲ.
კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნი იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა და დავიბანე და აწ ვხედავ.
იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.
ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაწარმეტყუელი არს.
არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,
და ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომლისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? ვითარ უკუე აწ ჰხედავს?
მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: ვიცით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა.
ხოლო აწ ვითარ ჰხედავს, ჩუენ არა უწყით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა ვიცით, მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ.
ამისთჳს ესრე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათათჳს, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.
ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მას ჰკითხეთ.
მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელ-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.
მიუგო მან და ჰრქუა: უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი; ხოლო ერთი ესე ვიცი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.
მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი?
მიუგო მან და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველად, და არა გესმა; რაჲღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?
ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფჱ მისი, ხოლო ჩუენ მოსესნი ვართ მოწაფენი.
ვიცით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.
მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ, რამეთუ: საკჳრველ ესე არს: თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი ჩემნი.
ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან ცოდვილისაჲ არა ისმინის, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთისმსახურ და ნებასა მისსა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.
საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი.
უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.
მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვასა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავება ჩუენ? -- და განჴადეს იგი გარე.
ესმა რაჲ იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?
მიუგო მან და ჰრქუა: ვინ არს იგი უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?
ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს.
ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, -- და თაყუანის-სცა მას.
და თქუა იესუ: შჯად სოფლისა ამის მოსრულ ვარ მე, რამეთუ რომელნი არა ჰხედვიდეს, ჰხედვიდენ, და რომელნი ჰხედვიდეს, დაბრმენ.
ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს მას: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართ?
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.