ხოლო იესუ აღვიდა მთასა ზეთისხილთასა.
და ხვალისაგან მოვიდა კუალად ტაძრად და ყოველი იგი ერი მოვიდოდეს მისა, და იგი ასწავებდა მათ.
მოიყვანეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა დედაკაცი და დაადგინეს შორის
და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი მრუშებასა დაეპყრა ხილულად.
და შჯულსა შინა მოსესსა ესევითარისათჳს ქვისა დაკრებასა მამცნებს ჩუენ. აწ შენ რაჲ სთქუ?
ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს მათ რაჲმე შესმენაჲ მისთჳს. ხოლო იესუ დამართ ხედვიდა და თითითა ქუეყანასა წერდა.
და ვითარ მყოვარ დგეს და ხედვიდეს მას, მაშინ აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველი არს თქუენ შორის, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.
და კუალად დადრკა ქუეყანასა.
ხოლო მათ ვითარცა ესმა, იწყეს მოხუცებულთა მათ და მწიგნობართა და თითოჲ გამოვიდოდეს, და დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა წინაშე იესუჲსა.
და მიხედა იესუ და ჰრქუა მას: დედაკაცო, სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხავს შენ?
ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! და იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ, წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ შენ.
მერმე კუალად ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.
ჰრქუეს მას ფარისეველთა მათ: შენ თავისა შენისათჳს თჳთ სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: და ღათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე ვალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.
თქუენ ჴორცთაებრ შჯით, ხოლო მე არავის ვშჯი.
და უკუეთუ ვშჯიდე მე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა მარტოჲ ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
რამეთუ შჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.
მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
ჰრქუეს მას ჰურიათა: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.
ამათ სიტყუათა ეტყოდა ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
ჰრქუა მათ მერმეცა იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.
იტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა. რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
და ეტყოდა მათ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.
გარქუ თქუენ, ვითარმედ: მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
ეტყოდეს მას: შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ.
მრავალი მაქუს თქუენდა სიტუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა შინა.
ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.
მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიქმ, არამედ, ვითარცა მასწავა მე მამამან, მას ვიტყჳ.
რამეთუ რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის.
ამას რაჲ ეტყოდა მათ, მრავალთა ჰრწმენა მისი.
და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.
და სცნათ ჭეშმარიტებაჲ, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით, ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.
და მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძჱ დაადგრეს უკუნისამდე.
უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალნი იყვნეთ.
უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაიტევის თქუენ შორის.
მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისაგან, მას ვიტყჳ: და თქუენ, რომელი გესმის მამისა თქუენისაგან, მას იქმთ.
მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმესამცა აბრაჰამისსა იქმოდეთ.
ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.
თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა, ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით -- ღმერთი.
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა მამაჲ თქუენი იყო ღმერთი, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.
რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.
თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცისმკვლელი არს დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.
ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.
ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ, რაჲსათჳს არა გრწამს?
რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს თქუენ არა ისმენთ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგანნი.
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.
ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა, არამედ არს, რომელი შჯის და ეძიებს.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინ სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილისა გემოჲ არა იხილოს უკუნისამდე.
ნუუკუე შენ უფროჲს ხარ მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს, არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.
და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი; და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუათა მისთა ვიმარხავ.
აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღჱ ესე ჩემი, და იხილა და განიხარა.
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არა ხარ შენ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?
ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამისა ყოფადმდე მე ვარ.
აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას, ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით და განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.