და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი.
მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას.
და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს.
ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.
ჰრქუა დედამან მისმან: მსახურთა მათ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ.
იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი, მდგომარენი ექუსნი, მსგავსად განწმედისა მისებრ ჰურიათაჲსა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი, გინა სამ-სამი.
და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და აღავსნეს იგინი პირსპირ.
და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართუთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს.
და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან მან წყალი იგი, რომელ ღჳნო იქმნა, და არა იცოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მან სიძესა მას
და ჰრქუა: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის და, ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე კეთილი ღჳნოჲ აქამომდე.
ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.
ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაფარნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალთა დღეთა.
და მოახლებულ იყო პასქაჲ იგი ჰურიათაჲ და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.
და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი.
და ქმნა შოლტი საბელთაგან და ყოველი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი: და კერმისმსყიდელთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა.
და ტრედისმოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.
და მოეხსნა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე.
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: რასა სასაწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე.
ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო ეგე?
ხოლო იტყოდა ტაძრისა მისთჳს გუამისა თჳსისა.
და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ.
და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა.
ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი.
და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.