და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.
და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, ვითარმცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მის.
და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ, და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთა.
და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა მისცა იგი მათ.
ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.
და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.
მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად.
და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ.
ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა, ეგერა, შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზეედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს,
და არქუთ უფალსა მას სახლისასა: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.
და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მომზადეს პასქაჲ იგი.
და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.
და ჰრქუა მათ: გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასქასა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამისგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ ესე და განიყავთ თავისა თქუენისა.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.
და მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, --
ეგრევე სასუმელი იგი -- შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი -- ახალი შჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.
ხოლო, აჰა, ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.
ძჱ სამე კაცისაჲ მსგავსად განჩინებულისა მისისა წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!
და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინმე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?
და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინმე იყოს დიდ მათგანი?
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებედ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუს მათ ზედა, ქველისმოქმედ ჰრქჳან.
ხოლო თქუენ არა ეგრეთ იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი -- ვითარცა მსახური.
ვინ არს უფროჲს: რომელი ინაჴით-ზის, ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ თქუენ შორის, ვითარცა მსახური.
და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.
და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან სასუფეველი,
რაჲთა შჭამდეთ და ჰსუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა სასუფეველსა შინა ჩემსა და დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა და შჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.
სიმონ, სიმონ, აჰა, ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.
ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქცე და განამტკიცნე ძმანი შენნი.
ხოლო მან ჰრქუა; უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილდ მისლვად.
ხოლო თავადმან ჰრქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღარა ეყივნოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამგზის უვარ-მყო მე, ვითარმედ არა მიცი მე.
და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲ თქუენ? -- ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა.
და მერმე ჰრქუა: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთჱ, აღიღენ; ეგრევე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.
გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.
ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა, ესერა, არიან აქა ორ დანაკ. -- ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს.
და გამოვიდა მიერ და წარვიდოდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.
და მი-რა-ვიდა ადგოლსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
და თავადი განეშოვრა მათგან ვითარ ქვისსატყორცებელ ოდენ, და დაიდგნა მუჴლნი, ილოცვიდა
და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!
და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას.
და იყო რაჲ იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა. და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.
და აღდგა მიერ ლოცვით და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან
და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა, ერი და რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინაუძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?
იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმჱ ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ გნებავს, მოვსრნეთ ესენი მახჳლითა.
და სცა ვინმე ერთმან მათგანმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მარჯუენჱ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე! -- და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.
და ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.
დღითი დღედ ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.
და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს იგი სახლსა მღდელთ-მოძღურისასა, ხოლო პეტრე მისდევდა შორით.
და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა და გარემოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.
და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარჱ ნათელსა მას და მიჰხედა და თქუა: ესეცა მის თანა იყო.
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.
და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ.
და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. -- და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამი ყივა.
და მოიქცა უფალი და მიჰხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამგზის უვარ-მყო მე, ვითარმედ არა მიცი მე.
და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს,
და დაჰბურეს თავსა და ჰგუემდეს მას, ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
და სხუასა მრავალსა გმობასა ჰგმობდეს მას და ეტყოდეს.
და ვითარცა განთენა დღჱ, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი და მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა
და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, მითხარ ჩუენ! -- ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა, არავე გრწმენეს ჩემი;
და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერარაჲ მომიგოთ მე, გინა განმიტევოთ.
ამიერითგან იყოს ძჱ კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.
და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარ ძჱ ღმრთისაჲ? -- და ჰრქუა მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ.
და მათ თქუეს: რაჲღა გჳჴმს წამებაჲ? ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მისისა.