და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა საფასისსაცავსა მას მდიდარნი.
და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი.
და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტჱს ყოველთასა შეწირა.
რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტავისაგან მათისა შეწირეს დასადებელსა ამას, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისა მისთჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შჱნებულ არს; და თქუა იესუ:
ჰხედავთ ამას? არამედ მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?
ხოლო თავადმან ჰრქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, ნუ მიხუალთ შედგომად მათა.
ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.
მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;
და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილდ-ადგილდ, სიყმილნი და სრვანი, საშინელებანი ზეცით და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.
ხოლო ამათ ყოველთა წინადაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილესა, მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.
და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
დაისხენით ესენი გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ,
რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნჱ, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა.
რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა;
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.
და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.
და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
რაჟამს იხილოთ გარემოდგომილი იერუსალჱმი ერისაგან, მაშინ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.
მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა გარე იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.
რამეთუ დღენი შურის-გებისა მისისანი ესენი არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.
ხოლო ვაჲ მუცელქუმულთა და რომელნი აწოვებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა მას ზედა.
და დაეცნენ პირითა მახჳლისაჲთა, და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.
და იყოს სასწაული მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა, ვითარცა ზღჳსაგან და ძრვისა;
სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალსა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.
და მაშინ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ღრუბლითა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი.
და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი.
რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს დღჱ იგი თქუენ ზედა.
რამეთუ, ვითარცა საფრჴჱ, მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.
იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.
და იყოფოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამჱ განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ.
და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მათ მისთა.