და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.
და, აჰა, ესერა, კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე. და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.
და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო იგი მცირე.
და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარმოსლვად იყო.
და მოვიდა ადგილსა მას, მიჰხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, იწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.
და იწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
და იხილეს რაჲ ყოველთა, დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადრგომად.
აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხოვრებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა ნაშობი აბრაჰამისი არს.
რამეთუ მოვიდა ძჱ კაცისაჲ მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა.
და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდოდა შოვრსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.
და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.
ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინეს მოციქული შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მეუფებაჲ მაგისი ჩუენ ზედა.
და იყო მოქცევასა მისსა, მოაქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მონათაჲ მათ, რომელთა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.
და მოვიდა პირველი იგი და თქუა: უფალო, შენმან მან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.
ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ქალაქთა ზედა.
და მოვიდა მეორჱ იგი და თქუა: უფალო, ვეცხლმან მან შენმან ხუთიღა სხუაჲ სასწორი ყო.
ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ზედა ხუთთა ქალაქთა.
და მესამჱ იგი მოვიდა და თქუა: უფალო, აჰა, ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,
რამეთუ მეშინოდა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, რომელი არა დასდვი, და მოიმკი, რომელი არა დასთესი.
ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ურწმუნოო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, რომელი არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.
და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და აღნადგინებითურთ ვქმენ იგი?
და ჰრქუა წინაშემდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელსა აქუს ათი სასწორი ვეცხლი.
და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.
ხოლო გეტყჳ თქუენ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.
და ესე ვითარცა წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.
და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი
და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოვოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.
და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრე არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.
და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას. ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა.
და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.
და ვითარ მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი.
და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფჱ სახელითა უფლისაჲთა! მშჳდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ, დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.
და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა
და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.
რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარემოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.
და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შოვრის შენსა დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შოვრის ამისთჳს, რამეთუ არა გულისხმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.
და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად, რომელნი ჰყიდდეს ტრედებსა.
და ჰრქუა მათ: წერილ არს: იყოს სახლი ჩემი სახლ სალოცველ, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
და იყო მუნ და ასწავებდა დღითი დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.
და ვერარას ჰპოვებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.