ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს.
უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ფქვილისაჲ ზედაედვა ქედსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებასა ერთსა ამას მცირეთაგანსა.
არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
და ღათუ შჳდგზის დღესა შინა შეგცოდოს შენ და შჳდგზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას.
ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ!
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, და ისმინამცა თქუენი.
ვისმე თქუენგანსა ესუას მონაჲ მჴნველი, გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ, და დაჯედ!
არამედ ჰრქუას მას: მზა-მიყავ, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამისა შემდგომად ჭამე და სუ შენცა.
ნუუკუე მადლ-იპყრას მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ.
ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი უჴმარნი ვართ; რომელი თანაგუედვა ყოფად, ვყავთ.
და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ, და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა.
და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს,
და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ!
და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით, უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. -- და იყო, ვითარ წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან.
ხოლო ერთმან მათგანმან იხილა რაჲ, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა.
და დავარდა წინაშე ფერჴთა მისთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?
ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოაქციეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხოთესლი ხოლო ესე?
და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდესმე მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაჲ? -- მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით;
არცა თქუან: აჰა, აქა, ანუ იქი, -- აჰა, ეგერა, სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს.
და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული გითქუმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ.
და გრქუან თქუენ: აჰა, აქა არს, -- და: აჰა, იქი არს, -- ნუ განხუალთ.
რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან და ბრწყინავნ ვიდრე ქუეშე მისა, ეგრჱთ იყოს ძჱ კაცისაჲ დღეთა მისთა.
ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამის.
და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა:
ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოვესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი.
და ეგრეთვე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს.
და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბი და წარწყმიდნა ყოველნი.
ეგრეთვე იყოს დღჱ იგი, ოდეს ძჱ კაცისაჲ გამოჩნდეს.
მას დღესა შინა, რომელი იყოს ერდოსა ზედა, და ჭურჭერი მისი -- სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ მოიქცევინ კუალად.
მოიჴსენეთ ცოლისაჲ მის ლოთისი.
რომელსა უნდეს თავისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.
გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტევოს;
ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.
და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს.