და იყო, მო-რაჲ-ვიდოდა იესუ სახლსა ვისსამე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას.
და, აჰა, ესერა, იყო ვინმე კაცი წყლითა მანკიერი წინაშე მისა.
მიუგო იესუ და ჰრქუა შჯულისმოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ?
ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა.
და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი, გინა ჴარი შთავარდეს ჯურღუმულსა, და არა მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა?
და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.
და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა, შეისწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:
რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დაშჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებულ მისგან;
და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! -- მაშინ იწყო სირცხჳლით უკუანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად.
არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკუანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ და გრქუას: მეგობარო, აღ-რე-გუალე ზემოკერძო! -- მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინაჴეთა შენთა.
რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი აღმაღლდეს.
ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ჰხადა მას: ოდეს ჰყოფდე სადილსა, გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა შენთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ.
არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სადილსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა, ბრმათა,
და ნეტარ იყო, რამეთუ არა აქუს, რაჲ მოგაგონ შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.
ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე ყო პური დიდი და უწოდა მრავალთა.
და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ, აჰა, ესერა, მზა არს ყოველი.
და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედამაც მისლვად და ხილვად. გლოცავ, მიტევე მე, ჯმნულმცა ვარ მე შენგან.
და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ.
და მერმე სხუამან თქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მისლვად.
და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა უფალსა თჳსსა ესე. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, და გლახაკნი, უცხონი და ბრმანი და მკელობელნი შემოიყვანენ აქა.
და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილ არსღა.
და ჰრქუა უფალმან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახლი ჩემი.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამისგან ჩემისა.
და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი. და მიექცა და ჰრქუა მათ:
რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად თავიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა.
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა.
ვისმე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდლისა შენებაჲ და არა პირველად დაჯდეს და აღირაცხოს, რაოდენი წარჴდეს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.
ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად და ყოველნი რომელნი ჰხედვიდენ მას, იწყონ მისა კიცხევად
და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შჱნებად და ვერ უძლო აღსრულებად.
ანუ რომელი მეუფჱ, მიუვალნ სხუასა მეუფესა ბრძოლად, არამე პირველად დაჯდეს და განიზრახოს, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა?
უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა იყოს, მოციქული მიუვლინოს და მოიკითხოს იგი მშჳდობით.
ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა.
კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?
არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარეგანდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!