რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.
ხოლო არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.
ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა ისმეს; და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.
ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.
ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის დანგის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.
არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ: რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ყონ იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისათჳს კაცისა, მიეტევოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს.
და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა წინაშე და მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ: ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ.
რამეთუ სულმან წმიდამან გასწავოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.
ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მსაჯულად და განმყოფელად თქუენ ზედა?
და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტავისაგან ვისამე არს ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან.
და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე ნაყოფიერ იყო აგარაკი.
და განიზრახვიდა გულსა თჳსსა და თქუა: რაჲმე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა დავიკრიბო ნაყოფი ჩემი?
დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი ჩემი და კეთილი ჩემი.
და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთაჲ: განისუენე, ჭამე, სუ და იხარებდ.
ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; რომელ-ეგე მოიმზადე, ვისა იყოს?
ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისათჳს, და არა ღმრთისა მიმართ განმდიდრდებოდის.
და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ შჭამოთ და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ,
რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი -- სამოსლისა.
განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა დაიკრიბონ, და ღმერთი ჰზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?
ვინმე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და უძლოს შეძინებად ჰასაკისა თჳსისა წყრთა ერთ?
უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა მას ჰზრუნავთ?
განიცადეთ შროშანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.
უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივაჲ არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრჱთ შეამკო, რაოდენ უფროჲს თქუენ, მცირედ მორწმუნენო?
და ნუ ეძიებთ, რაჲ შჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით,
რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რომელი გიჴმს ამათ ყოველთაგანი.
გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო იყო მამამან თქუენმან მოცემად თქუენდა სასუფეველი.
განყიდეთ მონაგები თქუენი და მიეცით ქველისსაქმჱ და ყავთ თავისა თქუენისა საფასჱ, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯჱ მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნეს.
სადაცა არს საუნჯჱ თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი -- აღნთებულ.
და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდესმე მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას.
ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი; ამენ გეტყჳ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი და წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.
და ღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრჱთ, ნეტარ იყვნენ იგინი.
ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვიდეს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა თჳსისაჲ.
და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძჱ კაცისაჲ მოვიდეს.
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ იტყჳ იგავსა ამას, ანუ ყოველთა მიმართ?
და ჰრქუა იესუ: ვინმე იყოს მნჱ იგი სარწმუნოჲ, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად ჟამსა იფქლისსაწყაული?
ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა, ჭამად და სუმად და დათრობად.
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი, და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა.
ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს ფრიად.
ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს ღირსი რაჲმე ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტჱსი მოჰჴადონ მას.
ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნას!
ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!
ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, -- გეტყჳ თქუენ, -- არამედ განყოფად.
რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი -- ორთაგან და ორნი -- სამთაგან;
განევთას მამაჲ ძისაგან, ძჱ -- მამისაგან, დედაჲ -- ასულისაგან და ასული -- დედისაგან; დედამთილი -- ძისცოლისაგან თჳსისა და ძისცოლი -- დედამთილისაგან.
ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, -- და არნ ეგრჱთ.
და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ სიცხჱ იყოს, და არნ ეგრჱთ.
ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?
ანუ რაჲსა თავით თჳსით არა შჯით მართალსა?
რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგითრიოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ სეფეკაცსა, და სეფეკაცმან მიგცეს შენ საპყრობილედ.
გეტყჳ შენ: არა გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკუანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე შენ მწულილი.