და იყო ადგილსა რომელსამე თავადი და ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ჩუენ ლოცვაჲ, ვითარცა-იგი იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო ზეცათაო, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი.
პური ჩუენი თანაარსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი დღედ.
და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევნეთ ყოველთა თანამდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა.
და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მივიდეს მისა შუვაღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მავასხენ მე სამნი პურნი,
რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.
მან მიუგოს შინაგამო და ჰრქუას: ნუ შრომასა მახუედრებ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.
გეტყჳ თქუენ: დაღათუ ვერ ეძლოს აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მოსცეს, რაოდენი უჴმდეს მას.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ.
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.
ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძჱ პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თევზსა სთხოვდეს, ნუ თევზისა წილ გუელი მისცეს მას?
გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუ ღრიაკალი მისცეს მას?
უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს ზეცით მამამან მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.
და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო, განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდა ყოველსა მას ერსა.
ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა.
და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან.
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის.
და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ თქუენ ჩემთჳს, ვითარმედ ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა.
უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ გექმნნენ თქუენ.
უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-მე-წევნულ არსა თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ?
რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ ნაყოფი მისი.
და ოდეს უძლიერესი მისა ზედამოუჴდეს და სძლოს მას, საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.
რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი არს ჩემი; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსასუენებელსა და არა პოვის და თქჳს: მივიქცე სახლსა ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ.
და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული.
წარვიდის და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი უბოროტესნი მისა და შევიდის და დაემკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი იგი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.
და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს იგი მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!
ხოლო თავადმან ჰრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ.
და ვითარცა ერი იგი შეჰკრბებოდა მას, იწყო სიტყუად მათა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონაჲსი.
ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ იყოს ძჱ კაცისაჲ ნათესავსა ამას.
დედუფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დაშჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და, აჰა, ესერა, უფროჲს სოლომონისა არს აქა.
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მას, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა. და, აჰა, ესერა, უფროჲს იონაჲსა არს აქა.
არავინ აღანთის სანთელი და დაფარულად დადგის, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ჰხედვიდენ ნათელსა.
სანთელი გუამისაჲ არს თუალი შენი; ოდეს თუალი შენი განმარტებულ არს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს.
უკუეთუ გუამი შენი ყოველი ნათელ არს და არა აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა, განგანათლოს შენ.
და ვითარცა თავადი იტყოდა ამას, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა.
ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა დაიბანნა ვიდრე პურისა ჭამადმდე.
ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშჱ სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არს ნატაცებითა და უკეთურებითა.
უგუნურნო, ანუ არა რომელმან გარეშჱ შექმნა, მანცა შინაგანი შექმნა?
გარნა, რომელი-ესე ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაჲ, და, აჰა, ყოველივე წმიდა არს თქუენი.
არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისასა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანაწარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შოვრის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა.
ვაჲ თქუენდა, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენედ და არა იციან.
მი-ვინმე-უგო შჯულისმეცნიერმან და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა მაგინებ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: და თქუენდაცა, შჯულისმეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთველი და თქუენ ერთითაცა თითითა თქუენითა არა შეახით ტჳრთსა მას.
ვაჲ თქუენდა, რამეთუ აღაშენებთ საფლავსა წინაწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოწყჳდნეს იგინი.
ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფით საქმეთა მამათა თქუენთასა; რამეთუ მოწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აღაშენებთ.
ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ,
რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,
სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქისა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა, -- ჰე, გეტყჳ თქუენ, -- გამოიძიოს ნათესავისა ამისგან.
ვაჲ თქუენდა, შჯულისმოძღუართა, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.
და ვითარცა ეტყოდა მათ თავადი ამას წინაშე ყოვლისა ერისა; იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა.
და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.