და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაფარნაუმდ.
და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახნდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან.
და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.
ხოლო რომელნი-იგი მივიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს, რომელ ესე ჰყო მისთჳს,
რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
და იესუ წარვიდა მათ თანა; ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიავლინნა ასისთავმან მან მისა მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ღირს ვარ, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.
რომლისაგან არცა თავი ჩემი ღირს-მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ თქუ სიტყჳთ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულ და მქონან ჩემ ქუეშე ერისა კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! -- და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! -- და ყვის.
ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა და მიექცა ერსა მას, რომელი მისდევდა, და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ.
და მიაქციეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
და იყო, ამისა შემდგომად წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაიმ, და თანაუვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
და ვითარცა მიეახლნეს ბჭეთა ქალაქისათა, და, აჰა, ესერა, გამოაქუნდა მკუდარი, ძჱ მხოლოდშობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივი; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.
და იხილა დედაკაცი იგი უფალმან და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ.
და მოვიდა და შეახო ცხედარსა მას. ხოლო რომელთა აქუნდა იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!
და ზეწარმოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.
და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოჰხედა ღმერთმან ერსა თჳსსა.
და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემოსოფლებსა.
და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს.
და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლისმცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.
და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების.
და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანჱსნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა შემოსილისა? აჰა, ესერა, რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანესა წინაწარმეტყუელისა არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲს მისა არს.
და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა და განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
ხოლო ფარისეველთა და შჯულისაგანთა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან.
ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?
მსგავს არიან ყრმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა სტიროდეთ.
რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳთ, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
მოვიდა ძჱ კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა, ესერა, კაცი მჭამელი და მსუმელი ღჳნისაჲ, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ.
და განმართლდა სიბრძნჱ შვილთაგან თჳსთა.
ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა.
და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, ვითარმედ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ჭურჭრითა ნელსაცხებელი
და დადგა იგი ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დავლტობად ფერჴთა მისთა და თმითა თავისა თჳსისაჲთა წარჴოცად და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა და იტყოდა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.
მიუგო იესუ და ჰრქუა: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! და თქუა:
ორნი თანამდებნი იყვნეს მავასხებელისაჲ ვისიმე. ერთსა თანაედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას -- ერგასისი.
ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, რაჲ მისცენ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?
მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲს მიეტევა. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: მართლიად ჰსაჯე.
და მოექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ჰხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარმჴოცნა;
ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა;
ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი მცხო.
რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შემიყუარა მე ფრიად. ხოლო რომელსა მცირედ მიეტევოს, მცირედცა შეიყუაროს.
და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
და იწყეს მის თანა მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?
ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!