ხოლო იესუ, სავსჱ სულითა წმიდითა, მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.
და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.
და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვასა ამას, რაჲთა პურ იქმნეს.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდეს კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა.
და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: მიგცე შენ ჴელმწიფებაჲ ამის ყოვლისაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომელსა მინდეს, მივსცე იგი;
უკუეთუ თაყუანის-მცე შენ ჩემ წინაშე, იყოს შენდა ყოველი.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა ფრთესა მას ზედა ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,
რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა,
და ჴელითა მათითა აღგიპყრან შენ, რაჲთა არა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქუმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამ რაოდენადმდე.
და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
და მოვიდა ნაზარეთა, სადაცა აღზრდილ იყო და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა,
და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ; და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, სადა წერილ იყო:
სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებად და ბრმათა აღხილვად, განვლინებად მომსრალთა განტევებითა,
და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.
და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ჰხედვიდეს.
და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მიმართ თქუენთა.
და ყოველნი ეწამებოდეს მას და დაუკჳრდებოდა სიტყუათა მათ მისთა ზედა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძჱ იოსებისი?
და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. რაოდენი გუესმა საქმჱ შენი კაფარნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.
ხოლო თავადმან ჰრქუა: ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა სოფელსა.
ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშნეს ცანი სამ წელ და ექუს თთუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა ზედა.
და არავისა ერთისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად, სიდონიაჲსა, დედაკაცისა ქურივისა.
და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.
და აღივსნეს ყოველნი გულისწყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.
და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მთისა მის, რომელსა ზედა დაშენებულ იყო ქალაქი იგი მათი, რაჲთა გარდამოაგდონ იგი.
ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
და შთავიდა კაფარნაუმს, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.
და დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ მისი.
და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა:
ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა; გიცით, ვინ ხარ შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! -- და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არარაჲ ავნო მას.
და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა, და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?
და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.
და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს.
და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას, და დაუტევა იგი მეყსეულად, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
და დასლვასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურნი თითოსახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი.
და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ! -- და შეჰრისხნა მათ და არა უტევებდა სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ.
და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და იყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.