და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალჱნელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მივიდენ და სცხონ მას.
და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა
და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?
და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელ იყო დიდ ფრიად.
და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარჱ მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარსცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი.
არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა, ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეად, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არა რაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
ხოლო აღდგა განთიად პირველსა მას ერთშაბათთასა და ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალჱნელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.
იგი წარვიდა და უთხრა მის თანამოწაფეთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.
ხოლო მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა მას, მათ არა ჰრწმენა.
ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.
და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა, და არცა მათი ჰრწმენა.
უკუანაჲსკნელ ათერთმეტთა მსხდომარეთა ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.
და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.
რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.
ხოლო სასწაული მორწმუნეთაჲ მათ ესე თანაუვიდოდის: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,
გუელთა შეიპყრობდენ, და ღათუ სასიკუდინჱ სუან, არა რაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელი დასდვან და განცოცხლდენ.
ხოლო უფალი შემდგომად სიტყჳსა ამის მათა მიმართ აღმაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.
ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა მის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მათ სასწაულნი.