და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და, შე-რაჲ-ხჳდოდით მას, ჰპოვოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს, აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ მე.
უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა მისსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.
ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი.
ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.
და მოჰგუარეს კიცჳ იგი იესუს და დაასხეს მას სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.
და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
და რომელნი წინაუძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ჵსანა მაღალსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!
კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისაჲ დავითის, მამისა ჩუენისაჲ! მშჳდობაჲ ზეცათა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
და შევიდა იერუსალჱმდ ტაძარსა მას და მიმოჰხედვიდა ყოველსა მას, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და გამოვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.
და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდოდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.
და იხილა ლეღჳ შორით, რომელსა ესხა ფურცელი ხოლო, და მოვიდა, უკუეთუმცა პოვა რაჲ მას შინა. და მოვიდა მისა და არაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ.
და ჰრქუა: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა სიტყუაჲ ესე მოწაფეთა მისთა.
და მოვიდა იესუ იერუსალჱმდ, და შევიდა ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა და მიმსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ განუბნია და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.
და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭერი მიერ ტაძრით.
და ასწავებდა და ეტყოდა, რამეთუ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.
და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.
და, ვითარ თანაწარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან.
და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: მოძღუარ, აჰა, ლეღჳ იგი, რომელი სწყევე, განჴმა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:
გაქუს სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუერ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუან, იქმნეს, და იყოს ეგრე.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.
და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გეჴსენოს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მიგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
[26.]
და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და, ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და ხუცესნი
და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
ნათლის-ცემაჲ იოვანჱსი ზეცით იყო, ანუ კაცთაგან? -- მითხართ მე.
ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, რამეთუ წინაწარმეტყუელი იყო.
და მიუგეს მათ იესუს და ჰრქუეს: არა ვიცით. -- ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.