 და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

 და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.

 და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ ფრიად, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მურნკვანსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრჱთ განსპეტაკებად.

 და ეჩუენა მათ ელია მოსჱს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ჰზრახვიდეს.

 და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსჱსთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.

 რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს.

 და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

 და მეყსეულად მიმოიხილეს და არა ვინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა.

 და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

 და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

 და ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: ვითარმე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად მოაგოს ყოველი; და ვითარცა წერილ არს ძისათჳს კაცისა, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.

 არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

 და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა და იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა.

 და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი.

 და ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას?

 და მი-ვინმე-უგო ერთმან ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძჱ ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ.

 და სადაცა დააპყრის იგი, დაჰკუეთის, და პეროვინ, და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს იგი, და ვერ შეუძლეს.

 მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ჵ, ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომართუთ მე იგი აქა!

 და მოართუეს იგი მას. და იხილა იგი, და მეყსეულად სულმან მან არაწმიდამან დაჰკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროვოდა.

 და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი არს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე ამას? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.

 და მრავალგზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე. არამედ, რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ, უფალო, და წყალობა-ყავ ჩუენთჳს.

 ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.

 და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და თქუა: მრწამს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.

 ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეჰკრბებოდა ერი იგი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა: უტყუსა და ყრუსა მაგას სულსა მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!

 და ღაღად-ყო ფრიად, გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.

 ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.

 და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ მას განკურნებად?

 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ რაჲთ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

 და მიერ გამოვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ.

 რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

 ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა მას და ეშინოდა კითხვად მისა.

 და მოვიდა კაფარნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდით ურთიერთას გზასა ზედა.

 ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინმე უდიდჱს იყოს?

 და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.

 და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მოიქუა იგი და ჰრქუა მათ:

 რომელმან ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი

 მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას.

 ხოლო იესუ ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არა ვინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩუენდა.

 რამეთუ, რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.

 რამეთუ რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყალი სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ ქრისტჱსნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

 და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობჱს არს მისა, გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა, ვირით საფქველი, და შთავარდეს ზღუასა.

 და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობჱს არს შენდა უჴელოჲსა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,

 და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი, უმჯობჱს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხოვრებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შესლვად გეჰენიასა.

 და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი, უმჯობჱს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა.

 სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.

 რამეთუ ყოველი ცეცხლითა დაიმარილოს.
   რამეთუ ყოველი ცეცხლითა დაიმარილოს.
 კეთილ არს მარილი; უკუეთუ მარილი წბილ იყოს, რაჲთა დაიმარილოს? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.