 მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არა რაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:

 მეწყალის ერი ესე, რამეთუ სამი დღჱ არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არა რაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.

 და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.

 და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც აქა განძღებად პურითა ესოდენი ერი უდაბნოსა ზედა?

 და ჰკითხა მათ: რაოდენ გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი.

 და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ; და მათ დაუგეს ერსა მას.

 და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მათ დაგებაჲ.

 და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი შჳდი გოდორი.

 ხოლო რომელთა ჭამეს იგი, იყვნეს ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

 და შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა მაგდალაჲსათა.

 და მოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას.

 და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული.

 და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა წიაღ კერძო.

 და დაავიწყდა მოწაფეთა მიღებად პური, გარნა ერთი ხოლო პური აქუნდა ნავსა შინა.

 და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და ცომისაგან ჰეროდეანელთაჲსა.

 ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს ჩუენ თანა.

 და გულისხმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არღა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი თუალნი გქონან თქუენ?

 თუალ-გასხენ და არა ჰხედავთ, ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ?

 ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, რაოდენი გოდორი სავსჱ ნამუსრევი აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.

 და ოდეს-იგი შჳდი -- ოთხ ათასთა, რაოდენი ფსჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი.

 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: და ვითარ არა გულისხმა-ჰყავთ?

 და მოვიდეს ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა ჴელი დასდვა მას ზედა.

 და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა მას ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასაძი ჰხედავს.

 და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმომავალთა.

 და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ჰხედვიდა ბრწყინვალედ ყოველსა.

 და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნუ ვის რას უთხრობ დაბასა შინა.

 და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა კესარია ფილიპჱსასა, და მგზავრ ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ?

 ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი, -- და სხუათა: ელია, და რომელთამე: -- ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

 ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქჳთ ჩემთჳს, ვინ ვარი მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტჱ.

 და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არა ვის უთხრან მისთჳს.

 და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

 და განცხადებულად სიტყუასა ამას იტყოდა და გან-რე-იყვანა პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.

 ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

 და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა თჳსთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

 რომელსა უნდეს განრინებად სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და, რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.

 რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი წარიწყმიდოს?

 და რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?

 რამეთუ, რომელსა სარცხჳნელ-უჩნდე მე და სიტყუანი ესე ჩემნი, ნათესავსა ამას მომრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისა თანა და ანგელოზთა თანა წმიდათა.