და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.
და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს, უბანელითა ჴელითა ჭამდეს და ჰგმობდეს,
რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ.
და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან, და სხუაცა მრავალ არს, რომელ მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ.
მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენ მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ შეგინებულითა ჴელითა ჭამენ პურსა?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ: კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივს-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.
ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ.
და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.
რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს და დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.
ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა და დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელ-რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, --
და არას უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.
და დაუმტკიცებელ-გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი და გულისხმა-ყავთ.
არა რაჲ არს გარეშე შთამავალი კაცისაჲ, რომელმანმცა შეაგინა იგი; არამედ, რომელიცა გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.
და ჰრქუა მათ: ეგრევე თქუენცა უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშემავალი კაცსა არა შეაგინებს?
რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა.
და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი იგი შეაგინებს კაცსა.
რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,
ანგაჰრებანი, უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.
ყოველნი ესე შინაგან გამოვლენ ბოროტნი და იგინი შეაგინებენ კაცსა.
და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.
რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული, სულითა არაწმიდითა ურვილი, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.
ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ზღჳსკიდელი, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დადებად ძაღლთა.
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ბიჭისაგან შვილთაჲსა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.
და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი და მჯდომარჱ ცხედარსა ზედა.
და მერმე გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.
და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა.
და განიყვანა იგი ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი და ჰნერწყუა ყურთა მისთა და შეახო ენასა მისსა,
და აღიხილნა ზეცად და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენედ!
და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლ.
და ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, და, რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს.
და უმეტჱსად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.