და მერმე შევიდა შესაკრებელსა. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.
და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.
მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა-იგი ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!
და ჰრქუა მათ იესუ: ჯერ-არსა შაბათსა კეთილისა საქმჱ, ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ წარწყმედაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.
და მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულისა მათისა და ჰრქუა კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა იგი ერთი.
და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.
ხოლო იესუ მოწაფითურთ თჳსით განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳსკიდედ, და მრავალი ერი გალილეაჲთ და ჰურიასტანით,
და იერუსალჱმით და წიაღ იორდანით და ტჳროსითკერძონი და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.
და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეეახლნენ მას და შეაიწრონ.
რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს.
და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ.
და ფრიად შეჰრისხნა მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა.
და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა, და წარავლინნეს იგინი ქადაგებად,
და აქუნდეს მათ ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა.
და დასდვა სახელი: სიმონს -- პეტრე,
და იაკობ ზებედჱსი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები ბანერეგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;
და ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მათეოს მეზურჱ, და თომა და იაკობ ალფჱსი, და თადეოს და სიმონ კანანელი
და იუდა სკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, და ვერ ჴელ-ეწიფა მათ ვერცა პურისა ჭამად.
და ესმა მისკერძოთა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.
და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთასრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
და მოუწოდა მათ და იგავით ეტყოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განსხმაჲ?
და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი.
და უკუეთუ სახლი სახლსა განევთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.
და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.
და არცა ჴელ-ვის-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინ სახლი მისი გამოტყუენოს.
ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველი მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;
ხოლო რომელმან გმობაჲ თქუას სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მოტევებაჲ, არამედ თანამდებ არს საუკუნოჲსა საშჯელისა.
რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ თანა არს.
და მოვიდეს ძმანი მისნი და დედაჲ მისი, და გარეშე დგეს და მიუვლინეს მას და გამოჰხადოდეს.
და სხდა გარემო მისა ერი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?
და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
რამეთუ, რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.