და შევიდა მერმე კაფარნაუმდ და შემდგომად მცირედთა დღეთა ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს.
და შეკრბა მუნ სიმრავლჱ ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტყუასა.
და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული, ზეკიდებული ოთხთაგან.
და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.
და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა მათთა და იტყოდეს,
ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
ხოლო იესუ გულისხმა-ყო სულითა, რამეთუ ესრჱთ ზრახვენ გულთა მათთა, და ჰრქუა მათ: რაჲსა მაგას ჰზრახავთ გულთა თქუენთა?
რაჲ უადვილჱს არს სიტყუად განრღუეულსა ამას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, -- და ჰრქუა განრღუეულსა მას:
შენ გეტყჳ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ Ⴑენდა!
და აღდგა იგი მეყსეულად და აღიღო ცხედარი იგი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრჱთ ვიხილეთ.
და მერმე გამოვიდა ზღჳსკიდესა, და ყოველი იგი ერი მოსდევდა მას, და მუნ ასწავებდა მათ.
და მიერ წარმოვიდოდა და იხილა ლევი ალფჱსი, ჯდა რაჲ იგი საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე! -- და აღდგა იგი და მისდევდა მას.
და იყო, ვითარ ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალნი და მისდევდეს მას.
და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჰჭამთ და ჰსუამთ?
და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა -- სინანულად.
და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველნი მარხვასა შინა, და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძჱ იგი მათ თანა არს, მარხვად.
არამედ მოვლენან დღენი, ოდეს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, და მაშინ იმარხვიდენ, მათ დღეთა შინა.
არა ვინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრჱსად განიპის.
და არა ვინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერსა ძუელსა, რაჲთა არა განხეთქოს ღჳნომან ახალმან თხიერი, და ღჳნოჲ იგი დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.
და იყო, ვითარ იგი თანაწარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა.
ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად!
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა?
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელი არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო.
და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.
არამედ უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაბათისაცა.