დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტჱსი, ძისა ღმრთისაჲ.
ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი.
იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი ყოველნი და ნათელ-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.
და ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველისასა,
ქადაგებდა და იტყოდა: აჰა, ესერა, მოვალს უძლიერჱსი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა.
მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანჱსგან იორდანესა.
და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.
და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.
და შემდგომად მიცემისა იოვანესისა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა
და იტყოდა, რამეთუ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.
და ვითარცა წარვიდოდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, იხილა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე.
და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.
და მცირედ წარ-რე-ვიდა და იხილა იაკობ ზებედჱსი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.
და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.
და შევიდეს კაფარნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.
და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.
და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღად-ყო
და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: დაიყავ პირი და განვედ მაგისგან!
და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.
და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?
და განჴდა ჰამბავი მისთჳს ყოველსა მას სოფელსა გალილეაჲსასა.
და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.
ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.
და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზჱ დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი.
და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.
და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითოსახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
და განთიად რიჟურაჟუს ოდენ ნიად აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.
და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი იგი.
და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგო, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.
მაშინ მოვიდა მისა ერთი განკეთრებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგნა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.
ხოლო იესუს შეეწყალა იგი და განყო ჴელი, და შეახო მას და ჰრქუა: მნებავს განწმიდენი!
და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ, და განწმიდნა იგი
და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი.
და ჰრქუა მას: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელ-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.