მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალჱნელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის.
და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა.
იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.
ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი.
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა, ჯუარსცუმულსა ეძიებთ.
არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი.
და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და, აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეად. მუნ იხილოთ იგი. აჰა, ეგერა, გარქუ თქუენ.
ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა; მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
და, აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოუჴდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ! წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე.
და ესენი ვითარცა წარვიდეს, და, აჰა, ესერა, დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა.
ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ
და ჰრქუეს: ესრე თქუთ, ვითარმედ მოწაფენი მისნი მოვიდეს ღამე და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ, და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე.
ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეად, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ.
და იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს.
მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,
და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რომელი გამცენ თქუენ. და, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.