და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი.
და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა.
მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ და ხუცესთა
და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი!
და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა და მოკუდა.
ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.
და ზრახვა-ყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე.
მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა,
და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
ხოლო იესუ დგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ.
და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო.
მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?
და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.
ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი: მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ.
ხოლო იყო ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ისუ ბარაბაჲსი.
და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ.
რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურით მისცეს იგი.
და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და მართლისაჲ მაგის? რამეთუ მრავალი მევნო მე ჩუენებით მაგისთჳს დღეს.
ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოვონ ბარაბაჲ, ხოლო იესუ წარწყმიდონ.
მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? და მათ თქუეს: ბარაბა.
ჰრქუა მათ პილატე: და რაჲ ვყო იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცუნ!
ხოლო მან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცუნ!
ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს მას, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ.
და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.
მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.
მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი.
და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.
და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.
და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე იგი სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
და ვითარ გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.
და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.
მისცეს მას ძმარი, ნავღლითა შეზავებული, და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის.
და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
და სხდეს და სცვიდეს მას მუნ.
და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ.
მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით.
ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა
და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!
ეგრევე მღდელთ-მოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს:
სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს ეგე.
უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ ეგე, უკუეთუ ჰნებავს ეგე, რამეთუ თქუა: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე.
ეგრევე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას.
ხოლო ექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ჱლი, ჱლი, ლამა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?
და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე.
და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას.
ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მაგისა.
ხოლო იესუ კუალად ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.
და, აჰა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზჱთგან ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს
და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს.
და გამოვიდეს საფლავით მათით შემდგომად აღდგომისა მისისა და შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა.
ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა და რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს ძრვაჲ იგი და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ იყო ესე.
ხოლო იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ჰხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას,
რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალჱნელი და მარიამ იაკობისი და იოსების დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედჱსთაჲ.
და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ-იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა.
ესე მოვიდა პილატჱსა და გამოითხოვა გუამი იგი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.
და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და შეგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა
და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისა მისგან, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.
იყო მუნ მარიამ მაგდალჱნელი და ერთი სხუაჲ მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.
ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატჱსა,
და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.
აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ აღდგა იგი მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრჱს პირველისა.
ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასისაგანი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
ხოლო იგინი მოვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.