მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა და სძლისა.
ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი და ხუთნი -- ბრძენნი.
მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.
ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭერთა მათთა სანთელთა მათთა თანა.
და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.
შუვაღამესა ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა, ესერა, სიძჱ შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას.
მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი მათნი.
ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან.
მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა.
და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა მის თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.
შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და ეტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა!
მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.
იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი.
ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი გზასა და მოუწესნ მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი;
და რომელსამე მისცა ხუთი ტალანტი, რომელ არს ქანქარი, და რომელსამე -- ორი ქანქარი, და რომელსამე -- ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და წარვიდა.
და მეყსეულად წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი.
ეგრევე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.
ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ.
შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუა-ყო მონათა მათ თანა.
და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა, სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე.
ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა!
მოვიდა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა, სხუაჲ ორი შევსძინე.
ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა!
მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელ კაც ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი და შეიკრიბი, სადა არა განაბნიი.
შემეშინა და წარვედ და დავჰფალ ტალანტი შენი ქუეყანასა. აჰა, ესერა, შენი შენ თანა არს.
მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიენ.
ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი აღნადგინებითურთ.
მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ტალანტი.
რამეთუ ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
რასჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა.
და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან.
და დაადგინნის ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი -- მარცხენით.
მაშინ ჰრქუას მეუფემან მან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ.
რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;
შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.
მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?
ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენსა ზედა ჰყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, მე მიყავთ.
მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა,
რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.
მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?
მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.
და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი -- ცხორებასა საუკუნესა.