და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შჱნებულსა მას ტაძრისასა.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს.
და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტჱ, და მრავალთა აცთუნებდენ.
და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილდ-ადგილდ,
რამეთუ ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.
და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინაგანსცემდენ და იძულებდენ ურთიერთას.
და მრავალნი ცრუწინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.
და განმრავლებითა უშჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.
ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული.
რასჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ*, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარჱ ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ.
მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად.
და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა.
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ კუალად აღებად სამოსლისა თჳსისა.
ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოვებდენ მათ დღეთა შინა!
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა, გინა დღესა შაბათსა.
რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.
და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტჱ, -- გინა თუ: იქი, -- ნუ გრწამნ.
რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა,
აჰა, ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ.
უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, -- ნუ განხუალთ; -- აჰა, ესერა, საუნჯეთა შინა არს, -- ნუ გრწამნ.
რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისაღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალამდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
რამეთუ სადაცა მძორი იყოს, მუნცა შეკრბეს ორბები.
ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზჱ დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი გარდამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.
და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ ეტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათ, ძალითა და დიდებითა მრავლითა.
და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა.
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარ-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳიან და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
ეგრეცა თქუენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწ*ყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, არამედ მამამან მხოლომან.
ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვჱსთა, ეგრე იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად.
და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრჱთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.
ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს.
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა დღესა უფალი თქუენი მოვიდეს.
ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა თჳსისაჲ.
ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძჱ კაცისაჲ მოვიდეს.
ვინმე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.
ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს ესრჱთ მოქმედი.
ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა თჳსსა დაადგინოს იგი.
უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად,
და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის მას დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის.
და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.