მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა,
და ჰრქუა: საყდართა მოსჱსთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი,
ყოველსა რაოდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.
რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმჱ და ძნიად სატჳრთავი, და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.
და ყოველსა საქმესა მათსა იქმედ საჩუენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განადიდნიან ფესუნი სამოსლისა მათისანი;
უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის,
და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ჰხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი!
ხოლო თქუენ ნუვის ჰხადით რაბით, რამეთუ ერთი არს თქუენი მოძღუარი -- ქრისტჱ, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
და მამით ნუვის ჰხადით თქუენ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა
ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი -- ქრისტჱ.
ხოლო უდიდჱსი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ.
და რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შეშჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდჱსი საშჯელი.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴაშთ სასუფეველი ცათაჲ წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა არა უტევებთ შესლვად.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთამცა ჰყავთ ვინმე ერთი მწირი; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიაჲსა ორ წილ თქუენსა.
ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს.
ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?
და სთქჳთ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს.
ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდჱს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?
ხოლო რომელმან ფუცა საკურთხეველსა მას, ფუცავს მას და ყოველი რომელი არს მას ზედა.
და რომელმან ფუცა ტაძარსა მას, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.
და რომელმან ფუცა ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მოიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმჱსი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებად.
წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ კურნაქსა და აქლემსა შთასთქამთ.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პარაფსიდისასა, ხოლო შინაგანნი სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.
ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ, რაჲთა იყოს გარეშჱცა იგი წმიდა.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.
ეგრეცა თქუენ გარეშე ჰგონიეთ კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშჱნებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა.
და სთქუთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.
ვითარმედ ამით სწამებთ თავით თჳსით, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი.
და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.
გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ საშჯელსა გეჰენიაჲსასა?
ამისთჳს, აჰა, ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად.
რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელის მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენგზის ვინებე შეკრებად შვილთა შენთა, ვითარცა შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა, და არა ინებეთ!
აჰა, ესერა, დაუტევებთ თქუენ სახლთა თქუენთა ოჴრად.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.