და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა:
ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ
და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არს, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.
ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა და რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.
ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოწყჳდნეს.
ხოლო მეუფჱ იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.
მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.
წარვედით მებოძირთა გზათასა და, რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.
და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოვეს ბოროტი და კეთილი, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.
და შე-რაჲ-ვიდა მეუფჱ იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინჱ.
და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინჱ? ხოლო იგი დუმნა.
მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი -- რჩეულ.
მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე-უგონ მას.
და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალთ-აღებ პირსა კაცისასა.
აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისარსა, ანუ არა?
გულისხმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?
მიჩუენეთ მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?
ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
და ესმა რაჲ ესე, უკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
მას დღესა მოუჴდეს მას სადუკეველნი იგი და ეტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ, და ჰკითხეს მას.
და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრე თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას მას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა.
იყვნეს ჩუენ შორის შჳდნი ძმანი, და პირველმან შეირთო და მოკუდა, და არა დაშდა ნათესავი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა,
ეგრევე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე.
უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად? რამეთუ ყოველთავე ესუა იგი?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი, არცა ძალი ღმრთისაჲ.
რამეთუ აღდგომასა მას არცა განჰქორწინებდენ, არცა იქორწინებოდიან, არამედ, ვითარცა ანგელოზნი, იყვნენ ცათა შინა.
ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.
და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი.
ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.
და ჰკითხა ერთმან მათგანმან, და გამოსცდიდა მას:
მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?
ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
და მეორჱ, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან.
შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს? ვისი ძჱ არს იგი? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლით და იტყჳს:
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
უკუეთუ დავით უფლით ჰხადის მას, ვითარ ძჱ მისი არს?
და ვერ ვინ უძლო მას სიტყჳს-მიგებად, არცაღა იკადრა ვინ მიერ დღითგან კითხვად მისა არღარა.