და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოვოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი.
და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:
არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესერა, მეუფჱ შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზეზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.
ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.
და მოჰგუარეს ვირი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.
ხოლო უმრავლჱსი იგი ერი დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
და ერი იგი, რომელი წინაუძღოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ არს მეუფჱ, ძჱ დავითისი! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, კურთხეულ არს მეუფჱ, რომელ არს მაღალთა შინა!
და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე?
ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.
და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუქცია.
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.
და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა იესუ სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ჵსანა ძესა დავითისსა,
განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე, არასადა აღმოგიკითხავსა, რამეთუ პირისაგან ჩჩჳლთა მწოვართაჲსა დაემტკიცოს ქებაჲ?
და დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
და ხვალისაგან, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, და შეემშია.
და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მას და არა რაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! -- და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.
ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ ესე!
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! -- იყოს ეგრე.
და ყოველსა რავდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ.
და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
ნათლის-ცემაჲ იოვანჱსი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, -- გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?
უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, -- გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა, ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე.
და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა.
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; -- და არა წარვიდა.
და მოვიდა მეორისა მის და ჰრქუა ეგრევე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს, არა წარვიდე. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა.
ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: უკუანაჲსკნელმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღჳან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.
რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და ცოდვილთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.
სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდჱ გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშჱნა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.
და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.
და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.
კუალად წარავლინნა სხუანი, უმრავლჱსნი მონანი პირველთასა, და მათცა ეგრჱთვე უყვეს.
ხოლო უკუანაჲსკნელ მიავლინა მათა ძჱ თჳსი და თქუა: შეიკდიმონ თუ ძისა ჩემისაჲ?
ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ, იხილეს რაჲ ძჱ იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.
და შეიპყრეს იგი და მოკლეს და განაგდეს გარე ვენაჴისა მისგან.
რასჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲმე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ?
ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად მოწყჳდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.
ჰრქუა მათ იესუ: არა აღმოიკითხეთა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშჱნებელთა, ესე იქმნა თავ საკიდურთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: მოგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.
და რომელი დაეცეს ლოდსა მას, შეიმუსროს, და, რომელსა ზედა დაეცეს, განაქარვოს იგი.
და ესმა რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავი ესე მისი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუა,
და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისთჳს, რამეთუ, ვითარცა წინაწარმეტყუელი, აქუნდა მათ იგი.