რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა
და აღუთქუა მათ თითოეულად სასყიდელი დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა.
და განვიდა მესამესა ჟამსა და იხილნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად,
და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ.
ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრევე.
ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა.
და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა სახლისა უფალმან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან ვიდრე პირველთამდე.
მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი.
მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ; და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი.
ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს.
და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმჱ დღისაჲ და სიცხჱ.
ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არას გავნებ შენ, ანუ არა დრაჰკანი ერთი აღგითქუ შენ?
მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ.
ანუ არა ჯერ-არს ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.
ესრჱთ იყვნენ უკუანანი წინა და წინანი -- უკუანა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი -- რჩეულ.
და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:
აჰა, ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდიდ.
და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარს-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.
მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედჱსთაჲ ძეთა თანა მისთა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან.
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მან: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ, ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც.
ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე სამე ჩემი შეჰსუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემაჲ, არამედ ვიეთა-იგი განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.
ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს.
ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებედ მათ, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?
ხოლო თქუენ ზედა არა ეგრე იყოს, არამედ, რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ-ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნდეს თქუენგანსა წინა ყოფაჲ, იყოს თქუენდა მონა.
ვითარცა ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა ჰმსახურა ვინმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.
და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი.
და, აჰა, ესერა, ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს ჴმითა დიდითა: შემიწყალენ ჩუენ, იესუ, ძეო დავითისო!
ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო იესუ, ძეო დავითისო!
დადგა იესუ და მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?
ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი.
შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღეხილნეს და შეუდგეს მას.