 მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინმე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?

 და მოუწოდა იესუ ყრმებსა და დაადგინა შორის მათსა

 და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.

 რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, ესე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.

 და რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ერთი ესრესახედ სახელითა ჩემითა, მან მე შემიწყნაროს.

 და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობჱს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს ფქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაითქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.

 ვაჲ სოფელსა ამას საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიაჲთცა მომავალ არს საცთური; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური იგი.

 უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან. უმჯობჱს არს შენდა შესლვად ცხორებასა მკელობელისაჲ, გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ, და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა.

 და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. უმჯობჱს არს შენდა ერთთუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა ცეცხლისასა.

 ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა.

 მოვიდა აწ ძჱ კაცისაჲცა ძიებად, რაჲთა იჴსნეს ცხოვარი წარწყმედული

 ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი მთათა გარე, და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი?

 და რაჟამს პოვოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ, უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს.

 . ესრჱთ არს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა არა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი.

 უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი;

 უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.

 უკუეთუ მათიცა არავე ისმინოს, უთხარ კრებულსა; უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა ხარკისმკრებელი და მეზუერჱ.

 ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და, რომელი განჰჴსნეთ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

 მერმე გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისავეთჳს საქმისა, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა.

 რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი სახელისა ჩემისათჳს შეკრებულ, მუნ ვარ მე შორის მათსა.

 მაშინ მოუჴდა იესუს პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს მე ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდგზისამდე?

 ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათჯერ შჳდგზის.

 ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა.

 და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაჲ.

 და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი.

 დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ.

 შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას.

 და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასი თჳსი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა თანაგაც.

 შეუვრდა მოყუასი იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და მიგცე შენ.

 ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფროჲსღა აურვებდა მას და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.

 იხილეს რაჲ მოყუასთა მათ მისთა საქმჱ ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე, რაჲცა-იგი იყო.

 მაშინ მოუწოდა მას უფალმან თჳსმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.

 არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ?

 და განურისხნა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები.

 ეგრეცა მამამან თქუენმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა.