 და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან.

 და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი.

 და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაჰზრახვიდეს მას.

 მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავსა, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა?

 და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაგისი ისმინეთ!

 ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა მათსა და შეეშინა ფრიად.

 მოვიდა იესუ, შეახო მათ ჴელი და ჰრქუა: აღდეგით, ნუ გეშინინ!

 და აღიხილნეს თუალნი მათნი და არა ვინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო.

 და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდე ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

 და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვითარ იტყჳან მწიგნობარნი იგი, ვითარმედ ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად აგოს ყოველი.

 ხოლო გეტყჳ თქუენ: რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეცა ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ვნებად მათგან.

 მაშინ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.

 და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოვიდა მისა კაცი ერთი და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა:

 უფალო, შეიწყალე ძჱ ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის -- წყალსა.

 და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.

 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ, ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა, ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა, მომგუარეთ მე იგი აქა!

 და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან.

 მაშინ მოვიდეს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს იესუს: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?

 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მცირედმორწმუნეობითა თქუენითა. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! -- და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ არს თქუენ მიერ.

 ხოლო ესე ნათესავი არა განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

 და ვითარ იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა,

 და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.

 და ვითარცა მოვიდეს იგინი კაფარნაუმდ, მოვიდეს მისა, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა დიდრაქმაჲ?

 ხოლო მან ჰრქუა: ჰე. და ვითარცა შევიდეს იგინი სახედ, უსწრო იესუ და ჰრქუა პეტრეს: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა, შვილთაგან ანუ უცხოთაგან?

 ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მოუგო და ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.

 ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და, რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოვო მას შინა სასწორი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.