 და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.

 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქჳთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.

 და განთიად სთქჳთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გიც გულისხმის-ყოფად.

 ნათესავი ბოროტი და მემრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.

 და მოვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ და დაავიწყდა პური მიღებად.

 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

 ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ.

 გულისხმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს?

 არღა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთაჲ მათ პურთაჲ და ხუთათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?

 არცა შჳდთაჲ მათ პურთაჲ და ოთხათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ?

 ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ?

 მაშინ გულისხმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

 მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია-ფილიპჱსათა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა? ძისა კაცისა ყოფად?

 ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე: იოვანე ნათლისმცემელი, -- რომელთამე: ელია, -- და სხუათა: იერემია, გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

 ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე?

 მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.

 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.

 ხოლო მე გეტყჳ შენ: რამეთუ შენ ხარ კლდჱ და ამას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.

 და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

 მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს ქრისტჱ.

 მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

 და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.

 ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

 მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა უნებს შედგომად ჩემდა და მოსლვად, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

 უკუეთუ ვისმე უნდეს თავი თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი.

 რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?

 რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა და ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.