მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:
რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?
რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისათჳს, მოკუედინ.
ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელ ჩემგან სარგებელ გეყო,
და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ-ჰყავთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა.
ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:
ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან,
ამაოდ მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა მათ: ისმინეთ და გულისხმა-ყავთ:
არა თუ პირად შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.
მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაბრკოლდეს?
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხუერინ,
უტევეთ მათ, ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი, რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ეგე.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისხმოვე ხართა?
და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს?
ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა.
რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი.
ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.
და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.
და, აჰა, ესერა, დედაკაცი ქანანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.
ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
ხოლო იგი მოვიდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დადებად ძაღლთა.
ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.
მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳსკიდესა გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.
და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვანდა მათ თანა მკელობელები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი, თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი.
არამედ უკჳრდაცა ერსა მას, ჰხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ჰხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ, ესერა, სამი დღჱ არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი?
ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს აქა? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი.
და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა.
და მოიღო შჳდი იგი პური და თევზი და ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი იგი მისცემდეს ერსა მას.
ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე.
ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა.