მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳსკიდესა.
და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა.
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად,
და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმჱ მიწისაჲ,
მზჱ აღმოჰჴდა, და დაცხა, და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, და რომელიმე სამეოცსა და რომელიმე ოცდაათსა.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ჰხედვენ, და არა ჰხედვენ, და ესმის, და არა ესმის, არცა გულისხმა-ყვიან.
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ჰყოთ, ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმენდეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი.
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ჰხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.
ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა.
ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ.
ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისხმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის თესლი იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა.
ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით გულსა თჳსსა მიიღის იგი.
ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთრო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაბრკოლდიან.
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
ხოლო რომელ-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინა, და გულისხმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასი, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი.
სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა.
და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა.
ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი.
მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოჴდა ღუარძლი?
ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო ეგე. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურეთ მის თანა იფქლიცა.
აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ იგი ძნეულად, რაჲთა დაიწუეს იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,
რომელი უმცირჱს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვითარმედ მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად.
ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ,
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იგი წინაწარმეტყუელისა თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი იგავთა დასაბამითგან სოფლისაჲთ.
მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: მითხარ ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ მის და აგარაკისაჲ.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძჱ კაცისაჲ არს;
ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი.
ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი
და შესთხინნენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა.
და პოვის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეიკრიბის.
და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი და ზღჳსკიდესა დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარეგანსთხიიან.
ესრჱთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშოვრნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა
და შთასთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისხმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფე ყოფილ არნ სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა, სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.
და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ
და მოვიდა მამულად თჳსა და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვითარმედ განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნჱ ესე და ძალი?
ანუ არა ესე არსა ხუროჲსა მის ძჱ? ანუ არა დედასა ამისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი: იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ არს ამისა ესე ყოველი?
და დაბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.