მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
ვითარ იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პური იგი შესაწირავთაჲ შეჭამა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო.
ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათსა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო არიან?
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დაჰსაჯენით უბრალონი.
რამეთუ უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაბათისაცა.
და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? -- რაჲთამცა შეასმინეს იგი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არამე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
რაოდენ უმჯობჱს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმჱ.
მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! -- და მან განირთხა ჴელი და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი, ხოლო იესუ გულისხმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა.
და მისდევდა მას ერი მრავალი და განკურნნა იგინი ყოველნი.
და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
აჰა, ესერა, მონაჲ ჩემი, რომელი მე სათნო ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. და დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას,
არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი,
ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარჱ არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად საშჯელი,
და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ იგი და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა.
და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძჱ დავითისი?
ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის. და ყოველი ქალაქი, გინა სახლი, რომელი განევლთას თავსა თჳსსა, მოოჴრდის.
და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკთა განასხამს, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარმე მტკიცე არს მეუფებაჲ მისი?
და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-მე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭერი მისი გამოღებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს?
რომელი არა არს ჩემ თანა, იგი ჩემი მტერი არს და, რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.
და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისათჳს კაცისა, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა.
ანუ ყავთ ხჱ იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ, ანუ ყავთ ხჱ იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ, რამეთუ ნაყოფისაგან ხჱ იგი საცნაურ არს.
ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტავისაგან გულისა პირი იტყჳს.
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას საშჯელისასა,
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგანთა და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვაჲ.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრჱთ იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა, და, აჰა, ესერა, უდიდჱს იონაჲსა არს აქა.
დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და, აჰა, ესერა, უდიდჱსი სოლომონისა არს აქა.
ხოლო რასჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მოვიდის და პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი სულნი შჳდნი, უბოროტჱსნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრჱს პირველისა მის. ესრჱთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა.
და იყო, ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა, ესერა, დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი!
და მიყო ჴელი თჳსი მოწაფეთა თჳსთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი.