TITUS Tetraevangelium (redactio praeathonensis)
Part No. 10
Chapter: 10
Verse: 1და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
Verse: 2ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთაჲ სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედჱსი და იოვანე, ძმაჲ მისი.
Verse: 27რომელი გრქუან თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმეს, ქადაგებდით ერდოთა ზედა,
Verse: 28და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
Verse: 35რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული -- დედისაგან თჳსისა და სძალი -- დედამთილისაგან თჳსისა.
Verse: 36და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
Verse: 37რომელსა უყუარდეს მამაჲ, ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ, ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio praeathonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 15.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.