Verse: 2მაშინ მოართუეს მას განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარჱ. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
Verse: 15ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძჱ? მოვლენან დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
Verse: 17არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
Verse: 18და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.
Verse: 34ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
Verse: 35და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და უძლურებათა ერსა შორის.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio praeathonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 15.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.