Verse: 4და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
Verse: 5და შე-რაჲ-ვიდა იგი კაფარნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
Verse: 6და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ძნიად იგუემების.
Verse: 7ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
Verse: 8მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი,
Verse: 9რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! -- და წარვიდის: და სხუასა: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! -- და ქმნის.
Verse: 13და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა. და ვითარცა მოვიდა ასისთავი იგი სახიდ თჳსა, პოვა მონაჲ იგი მისი განკურნებული მას ჟამსა შინა.
Verse: 28და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვაჲ მიერ გზით.
Verse: 32და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
Verse: 33ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.
Verse: 34მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio praeathonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 15.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.