TITUS
Tetraevangelium (redactio praeathonensis)
Part No. 7
Previous part

Chapter: 7 


Verse: 1  Link to ntkpl   ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,


Verse: 2  Link to ntkpl   
რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.


Verse: 3  Link to ntkpl   
ანუ რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შიდა შენსა არა განიცდი?

Verse: 3V    
ჰხედავ ] ხედავ FG; შიდა ] შინა G.


Verse: 4  Link to ntkpl   
ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და, აჰა, ეგერა, დირჱ თუალსა შიდა შენსა!

Verse: 4V    
და (1) ] -- RP; დირჱ ] დირე F; შიდა ] შინა G(-ში გვიანდელი ხელით)


Verse: 5  Link to ntkpl   
ორგულო, აღმოიღე პირველად დირჱ თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.

Verse: 5V    
დირჱ ] დირე F; აღმოღებად წუელი ] წუელი აღმოღებად RPF.


Verse: 6  Link to ntkpl   
ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩემსა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.

Verse: 6V    
დაუფენთ ] დაუდებთ ] RP; დათრგუნონ ] დათრგუნნენ RP; იგი ] იგი RP.


Verse: 7  Link to ntkpl   
ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.

Verse: 7V    
ჰპოვოთ ] ჰპოოთ FG; ირეკდით ] ირეკეთ R.


Verse: 8  Link to ntkpl   
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.

Verse: 8V    
პოვოს ] პოოს FG;


Verse: 9  Link to ntkpl   
ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძჱ თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას?

Verse: 9V    
ძჱ ] ძე F; მისცეს ] მისცესა F.


Verse: 10  Link to ntkpl   
გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?

Verse: 10V    
თუ ] -- RP; მისცეს ] მისცესა F; მას ] -- F.


Verse: 11  Link to ntkpl   
უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!

Verse: 11V    
რაოდენ ] რავდენ FG; ზეცათამან ] -- F; მოსცეს ] + მათ F.


Verse: 12  Link to ntkpl   
ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრჱთ არს შჯული და წინაწარმეტყუელნი.

Verse: 12V    
ეგრეცა ] ეგრევე F; ეგრეცა ] ეგრეთვე G; თქუენ ] თქუენცა F; ესრჱთ ] ესრეთ FG.


Verse: 13  Link to ntkpl   
შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭჱ და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას.

Verse: 13V    
ბჭჱ ] ბჭე F.


Verse: 14  Link to ntkpl   
ვითარ-იგი იწრო არს ბჭჱ და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას.

Verse: 14V    
ბჭჱ ] ბჭე F; ცხოვრებასა ] ცხორებასა RFG; რომელნი ... მას ] არიან მას შინა RP.


Verse: 15  Link to ntkpl   
ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.

Verse: 15V    
რომელნი ] რამეთუ რომელნი F; მოვიდოდიან ] მოვიდოდან R; სამოსლითა ] სამუსლითა F.


Verse: 16  Link to ntkpl   
ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?

Verse: 16V    
კუროჲსთავთაგან ] კუროისთავისაგან F.


Verse: 17  Link to ntkpl   
ესრჱთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის.

Verse: 17V    
ესრჱთ ] ესრეთ FG.


Verse: 18  Link to ntkpl   
ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.

Verse: 18V    
ნაყოფისა ხენეშისა ] ნაყოფი ხენეში RPG; ხესა (2) ] + ხესა F.


Verse: 19  Link to ntkpl   
ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.


Verse: 20  Link to ntkpl   
საქმეთა მათთაგან სამე იცნნეთ იგინი.

Verse: 20V    
სამე ] -- G; იცნნეთ ] იცნეთ F.


Verse: 21  Link to ntkpl   
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.

Verse: 21V    
ზეცათაჲსაჲ ] ზეცათაჲსა P.


Verse: 22  Link to ntkpl   
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?

Verse: 22V    
ვწინაწარმეტყუელებდითა ] ვწინაწარმეტყუელებდით RP.


Verse: 23  Link to ntkpl   
მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი.

Verse: 23V    
ვჰრქუა ] ვჰქუა P.


Verse: 24  Link to ntkpl   
ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას გონიერსა, რომელმან აღაშჱნა სახლი თჳსი კლდესა ზედა.

Verse: 24V    
აღაშჱნა ] აღაშენა FG; თჳსი ] -- FG.


Verse: 25  Link to ntkpl   
და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.

Verse: 25V    
და (2) ] -- FRP.


Verse: 26  Link to ntkpl   
და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე და არა ყვნეს იგინი, ემსგავსა იგი კაცსა მას ცოფსა, რომელმან აღაშჱნა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.

Verse: 26V    
იგინი ] იგი F; აღაშჱნა ] აღაშენა FG.


Verse: 27  Link to ntkpl   
და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.

Verse: 27V    
და (2) ] -- RP.


Verse: 28  Link to ntkpl   
და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი,

Verse: 28V    
ესე ] + და F.


Verse: 29  Link to ntkpl   
რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.

Verse: 29V    
რამეთუ ... მისი ] -- G.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio praeathonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.