Verse: 9და მიგცნენ თქუენ კრებულებსა და შესაკრებელთა შინა მათთა გგუემდენ თქუენ და წინაშე მსაჯულთა და მეფეთა წარგადგინნენ თქუენ საწამებელად მათა და ყოველთა ნათესავთა.
Verse: 11და რაჟამს მოჰყვანდეთ თქუენ და მიგცემდენ თქუენ, ნუ წინაჲსწარ ზრუნავთ, რასა იტყოდით; არამედ რაჲცა მოგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მასცა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი იგი, არამედ სული წმიდაჲ.
Verse: 12ხოლო მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა თჳსთა ზედა და მოწყჳდნენ იგინი.
Verse: 34ვითარცა კაცი რაჲ გზად ვალნ, დაუტევის სახლი თჳსი და მისცის ჴელმწიფებაჲ მონათა თჳსთა და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთამცა მღჳძარე იყო.
Verse: 35აწ მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით, ოდეს უფალი იგი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი, ანუ შუვაღამეს, ანუ ქათმის-ყივილს, ანუ განთიად;