TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 40
Previous part

Chapter: 12 


Verse: 1  Link to ntkpl   და იწყო იგავით სიტყუად მათა: ვენაჴი დაასხა კაცმან და გარემოჲს მოზღუდა და აღმოთხარა ტაგარი და ქმნა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.


Verse: 2  Link to ntkpl   
და მიუვლინა მოქმედთა მათ ჟამსა მონაჲ, რაჲთა მოქმედთა მათგან მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.


Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო მათ შეიპყრეს იგი, გუემეს და წარავლინეს იგი ცუდი.

Verse: 3V    
გჳემეს C.


Verse: 4  Link to ntkpl   
და მერმე მიუვლინა მათ სხუაჲ მონაჲ, და იგიცა წარავლინეს გინებული.

Verse: 4V    
სხჳაჲ C.


Verse: 5  Link to ntkpl   
და მერმე სხუაჲ მიავლინა, და მოკლეს; და მრავალნი სხუანიცა -- რომელნიმე გუემნეს, რომელნიმე -- მოწყჳდნეს.

Verse: 5V    
გჳემნეს C.


Verse: 6  Link to ntkpl   
მერმე ერთღა ძჱ ესუა საყუარელი, მიუვლინა უკუანაჲსკნელს და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.


Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო მათ მოქმედთა იხილეს რაჲ იგი მიმავალი მათა, თქუეს, ვითარმედ: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი იგი.

Verse: 7V    
მკუდრი C.


Verse: 8  Link to ntkpl   
და შეიპყრეს და მოკლეს და განაგდეს იგი გარეშე საყურძენსა მას.


Verse: 9  Link to ntkpl   
რაჲმე უკუე უყოს უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და წარწყმიდნეს მოქმედნი იგი მის ვენაჴისანი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა.


Verse: 10  Link to ntkpl   
წერილიცა ესე არავე აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა.


Verse: 11  Link to ntkpl   
უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

Verse: 11V    
საკურველ C; თჳალთა C.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისაგან, გულისხმა-ყვეს, რამეთუ მათთჳს თქუა იგავი ესე. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

Verse: 12V    
გულისჴმა- C.


Verse: 13  Link to ntkpl   
და მოავლინეს მისა ფარისეველთაგანი ვინმე და ჰეროდიანთაგანი, რაჲთამცა მონადირეს იგი სიტყჳთა.

Verse: 13V    
სიტყუთა C.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო იგინი ვითარ მოვიდეს, იწყეს კითხვად მისა ზაკვით და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ გჭირს შენ რომლისათჳსვე, რამეთუ არა თუალთ-აღებ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. აწ მარქუ ჩუენ: ჯერ-არს თუ ხარკისა კეისარსა მიცემაჲ, ანუ არა მივსცეთ?

Verse: 14V    
თჳალთ- C.


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო მან უწყოდა ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე, მზაკუვარნო? მომართუთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.

Verse: 15V    
მომართ C.


Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე, ანუ ზედადაწერილი? მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.

Verse: 16V    
მოართჳეს C.


Verse: 17  Link to ntkpl   
და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა მათ მას ზედა.

Verse: 17V    
დაუკურდა C.


Verse: 18  Link to ntkpl   
და მოვიდეს სადუკეველნი მისა, რომელთა თქჳან, აღდგომაჲ არა არსო, და ჰკითხეს მას და ჰრქუეს:

Verse: 18V    
თქუან C.


Verse: 19  Link to ntkpl   
მოძღუარ, მოსე დაგჳწერა ჩუენ: ძმაჲ თუ ვისიმე მოკუდეს და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშდეს, რაჲთა შეირთოს ძმამან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა მას თჳსსა.

Verse: 19V    
მოძღჳარ C.


Verse: 20  Link to ntkpl   
შჳდ ძმა იყვნეს. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა და არა დაუტევა მკჳდრი;

Verse: 20V    
მკუდრი C.


Verse: 21  Link to ntkpl   
და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა იგიც[ა] და არა დაუტევა მანცა მკჳდრი; და მესამემან -- ეგრევე;

Verse: 21V    
მოკჳდა C.


Verse: 22  Link to ntkpl   
და შჳდთავე არა დაუტევეს მკჳდრი. უკუანაჲსკნელ ყოველთა დედაკაცი იგი მოკუდა.


Verse: 23  Link to ntkpl   
აღდგომასა მას, რაჟამს აღდგენ, რომლისა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

Verse: 23V    
შუდთავე C.


Verse: 24  Link to ntkpl   
[მ]იუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი და არცა ძალი ღმრთისაჲ?


Verse: 25  Link to ntkpl   
[რამეთუ] ოდეს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.

Verse: 25V    
იქორწინებოდინ C.


Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო მკუდარნი რამეთუ აღდგენ, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მას მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ ეტყოდა მას ღმერთი და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?


Verse: 27  Link to ntkpl   
არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. აწ თქუენ ფრიად სცთებით.


Verse: 28  Link to ntkpl   
და მოუჴდა მას ერთი მწიგნობართაგანი, რომელსა ესმოდა მათი ჴმაჲ, იხილა რაჲ მან, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას: რომელი არს პირველი მცნებაჲ?


Verse: 29  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: პირველად ყოვლისა: გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი ჩუენი ერთი არს.


Verse: 30  Link to ntkpl   
და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.


Verse: 31  Link to ntkpl   
და მეორე, მსგავსი მისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი შენი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.


Verse: 32  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას მწიგნობარმან მა[ნ]: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს, და არა არს სხუაჲ მისა გარეშე;


Verse: 33  Link to ntkpl   
და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმითა, და შეყუარებად მოყუასი ვითარცა თავი თჳსი, და უფროჲს არს ყოელთა მრგულიად დასაწუველთა და მსხუერპლთა.

Verse: 33V    
გულისხმითა C; ̃ მრგულიად ყოელთა C.


Verse: 34  Link to ntkpl   
და იესუ ვითარ იხილა, რამეთუ გონებულად მოუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისაჲსა. და არა ვინ არღარა იკადრა კითხვად მისა.


Verse: 35  Link to ntkpl   
და მიუგო იესუ და ეტყოდა სწავლასა მას სამღდელოსა შინა: ვითარ თქჳან მწიგნობართა, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?

Verse: 35V    
იტყოდა C; თქუან C; არს -- C.


Verse: 36  Link to ntkpl   
რამეთუ თავადმან დავით თქუა სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

Verse: 36V    
შენი C.


Verse: 37  Link to ntkpl   
თავადი დავით ეტყჳს მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? -- და მრავალი ერი ისმენდა მისა წადიერად.


Verse: 38  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა შუენიერითა სლვაჲ და მოკითხვას ეძიებენ უბნებსა ზედა.

Verse: 38V    
მოკითვას C; ეძიებნ C.


Verse: 39  Link to ntkpl   
და პირველად საჯდომელსა შესაკრებელთა შინა და მჴნისთაობასა ტაძრობასა;


Verse: 40  Link to ntkpl   
რომელნი შეშჭამენ სახლთა ქურივთასა და მიზეზით განგრძელებულად თაყუანის-სცემედ, რომელთა მოიღონ უმეტესი საშჯელი.


Verse: 41  Link to ntkpl   
დადგა იესუ წინაშე ფასისშესაწირავსა და ხედვიდა, ვითარ ერი იგი დასდებდა კერმასა ფასისშესაწირავსა მას ზედა. და მრავალთა მდიდართა დადვეს დიდადი.


Verse: 42  Link to ntkpl   
და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი ფშიტნი, რომელ არს დანგ ერთ.

Verse: 42V    
დანგ ] დაგ C.


Verse: 43  Link to ntkpl   
და მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა შეწირა შესაწირავსა ამას ზედა.


Verse: 44  Link to ntkpl   
რამეთუ ყოველთა მათ ნეშტისაგან მათისა შემოწირეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველივე, რაჲცა ედვა, შეწირა ყოველივე საცხორებელი თჳსი.

Verse: 44V    
თჳსი + თჳსი C.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.