Verse: 10და იუდა სკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, მივიდა მღდელთმოძღუართა, რაჲთამცა მისცა იგი.
Verse: 11ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. და ეძიებდა, ვითარმცა განმარჯუებულად მისცა იგი.
Verse: 12და პირველსა მას დღესა ბალარჯობისასა, რაჟამს ვნებათასა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, მივიდეთ და დაგიმზადოთ, რაჲთა ჰჭამო ზატიკი იგი?
Verse: 13და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენ ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, შეუდეგით, და ვიდრეცა შევიდეს,
Verse: 16და წარვიდეს დამზადებად მისა მოწაფენი იგი და შევიდეს ქალაქად და პოეს, ვითარცა ჰრქუა მათ, და დამზადეს ვნებათაჲ იგი.
Verse: 17და რაჟამს დამწუხრდა, მოვიდა ათორმეტითურთ.
Verse: 18და ვითარ ინაჴ-ედგა მათ და ჭამდეს, ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელ ჭამს ჩემ თანა.
Verse: 19ხოლო მათ იწყეს ზრუნვად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუმცა მე ვარ, უფალო? და სხუამან: ნუმცა მე ვარ?
Verse: 20ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს ჩემ თანა პინაკსა, მან მიმცეს მე.
Verse: 21რამეთუ ძე კაცისაჲ მისლვად არს, ვითარცა წერილ არს მისთჳს; ხოლო ვაჲ მის კაცისაჲ, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უმჯობეს იყო მისა, არათუმცა შობილ იყო კაცი იგი.
Verse: 22და ვიდრე ჭამდესღა, მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ, ესე არს ჴორცი ჩემი!
Verse: 23და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგანი ყოველთა.
Verse: 42აღდეგით, წარვიდეთ. აჰა, ესერა, მიმცემელი იგი ჩემი მოახლებულ არს.
Verse: 43და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, მოიწია იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მახჳლოსნები და წათოსნები მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
Verse: 64გესმა ყოველთა ბასრობაჲ იგი მისი. ვითარ გიჩს თქუენ? და ყოველთა დასაჯეს იგი -- ყვეს თანამდებ სიკუდილისა.
Verse: 65და იწყეს რომელთამე ნერწყუვად პირსა მისსა და ფიჩჳ დაჰბურიან პირსა მისსა, ჰრეკედ მას და ეტყჳედ: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურნი იგი სცემდეს ღაწუსა მისსა.
Verse: 66და იყო პეტრე ეზოსა მას შინა; მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთმოძღურისათაჲ.
Verse: 67და იხილა იგი მკუსოლარე, მიხედა მას და ჰრქუა: შენცა ნაზორეველისა იესუს თანა იყავ.
Verse: 68ხოლო მან უვარ-ყო და ჰრქუა მას: არცა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე შენ იტყჳ. და გამოვიდა იგი გარეშე ეზოსა.
Verse: 69და მჴევალმან მან იხილა იგი, იწყო სიტყუად, რომელ დგეს მუნ, ვითარმედ: ესე მათგანივეა.
Verse: 70ხოლო მან უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა რომელნი-იგი გარემოჲს დგეს მისა, ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ, რამეთუ ხარვე გალილეველ.
Verse: 71ხოლო მან იწყო წყევად და ფიცად, ვითარმედ: არა *