Verse: 2იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი, რამეთუ ურიდად, ჴელითა უბანელითა ჭამდეს პურსა, და იგინი ჰგმობდეს მათ,
Verse: 3რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა წუსწუთ თუ არა დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან პური, რამეთუ უპყრიეს მათ მღდელთმოძღურებაჲ მღდელთა მათთაჲ.
Verse: 4და სავაჭროჲთღა შევლენედ, ვიდრე არა განიბანნიან, არა ჭამიან. და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი უსწავიეს მარხვად: განბანაჲ სასუმელთაჲ და სტამანთაჲ და ქუაბთაჲ და ცხედართაჲ.
Verse: 5მაშინღა ჰკითხვიდეს მას ფარისეველნი იგი და მწიგნობარნი: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მსგავსად მოძღურებისა მის მღდელთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?
Verse: 6ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: კეთილად სამე წინაწარმეტყუელებდა ესაია თქუენთჳს, ორგულთა, ვითარცა წერილ არს: ერი ესე ბაგითა ხოლო მადიდებს მე, ხოლო გული მათი შორად განყენებულ არს ჩემგან.
Verse: 17და რაჟამს შევიდა იგი სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.
Verse: 18და ჰრქუა მათ: ესრევე თქუენცა უგულისხმოღა ხართ და არღა გულისხმა-გიყოფიეს, რამეთუ ყოველი, რომელი გარეშე შევალსკაცისა, ვერშემძლებელ არს მისა შებილწებად?