TITUS Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 34
Chapter: 6
Verse: 1და გამოვიდა იგი მიერ და მოვიდა სოფლად თჳსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
Verse: 2და ვითარ იყო შაფათი, იწყო სწავლად შესაკრებელსა შინა მათსა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, ჰმადლა მოძღურებაჲ იგი მისი და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე, და რაჲ არს სიბრძნჱ მისი, რომელ მოცემულ არს მას, და ძალნი ესე, რომელნი ჴელთა მისთაგან იქმნებიან?
Verse: 3არა იგი არს ხუროჲ, ძჱ მარიამისი, და ძმაჲ იაკობისი და იოსჱსი და იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი არა აქა ჩუენ თანა არიან? და ცთებოდეს მისა მიმართ.
Verse: 9არამედ სანდალნიმცა გასხენ, და ნუ შეიმოსთ მრჩობლსა კუართსა.
Verse: 10და ეტყოდა მათ: რომელსა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვამდე მიერ.
Verse: 11და რომელმან ადგილმან არა შეგიწყარნეს თქუენ და არცა ისმინოს თქუენი, რაჟამს გამოხჳდოდით მიერ, დაიყარეთ მტუერი, რომელი იყოს ქუეშე ფერჴთა თქუენთა საწამებელად მათა.
Verse: 12და გამოვიდეს იგინი და ქადაგებდეს, რაჲთამცა შეინანეს.
Verse: 13და ეშმაკებსა მრავალსა განჰჴდიდეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა, და განიკურნებოდეს.
Verse: 14და ესმა მეფესა ჰეროდეს, რამეთუ განცხადნა სახელი იესუსი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი მკუდრეთით აღდგა, და ამისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის გამო.
Verse: 16ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, რამეთუ: რომელსა-იგი მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს.
Verse: 17რამეთუ თავადმან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე და კრულ-ყო იგი საპყრობილესა შინა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისაჲსა, რამეთუ იგი ცოლ-იყო.
Verse: 18რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად შენდა გესუა ძმისცოლი.
Verse: 19ხოლო ჰეროდია ჰემტერა მას და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელს-იწიფებდა.
Verse: 20რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა, რამეთუ გულითად უწყოდა კაცი იგი მართლად და წმიდად და ეკრძალებოდა მას და ისმინის მისი და ფრიადცა ყვის და წადნიერად ერჩინ მას.
Verse: 21და იყო დღე მარჯუეჲ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა თჳსისასა ტაძრობას-ჰყოფდა მდიდართა თანა და ათასისთავთა თანა და მთავართა თანა გალილეაჲსათა.
Verse: 28და წარვიდა და მოჰკუეთა მან თავი საპყრობილეს შინა და მოართუა თავი მისი ლანკლასა ზედა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მისცა დედასა თჳსსა.
Verse: 29და ვითარ ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი იგი მისი და დადვეს სამარესა შინა.
Verse: 30და შეკრბეს მოციქულნი იგი იესუსა და უთხრეს ყოველი, რავდენი ქმნეს და ასწავეს.
Verse: 31და ჰრქუა მათ: მოედით თქუენ თჳსაგან ადგიდ უდაბნოდ და განისუენეთ მცირედ! -- რამეთუ მრავალ იყვნეს, რომელნი-იგი მოვიდოდეს და წარვიდოდეს, და ვერცა პურის-ჭამად ჰცალნ.
Verse: 33და იხილნეს იგინი მიმავალნი და იცნნეს იგინი მრავალთა; და მკურცხილნი ყოველთაგან ქალაქთა მირბიოდეს მუნ, და შეკრბეს და მიუჴდეს მათ მუნ.
Verse: 34და გამოვიდა, იხილა ერი მრავალი და წყალობა-ყო მათ ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემს. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.
Verse: 35და ვითარ ჟამი მრავალი დაიყო, მოუჴდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს, ვითარმედ: უდაბნოჲ არს ადგილი, და ჟამი მრავალი დაყოფილ არს.
Verse: 36განუტევენ იგინი, რაჲთა მივიდენ გარემოსა აგარაკებსა და დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისათჳს, რაჲ ჭამონ.
Verse: 39და უბრძანა მათ ინაჴით დასხდომაჲ ყოველთაჲ მეოხნედ-მეოხნედ მწუანვილსა ზედა თივასა.
Verse: 40და ინაჴ-იდგეს პურისმტეებმან ას-ასმან და ერგასის-ერგასისმან.
Verse: 41და მოიღო ხუთი იგი ჴუეზაჲ პური და ორნი თევზნი, და აღიხილა ცად, აკურთხა და განტეხნა პურნი იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთამცა დაუგეს მათ; და ორი იგი თევზი განუყო ყოველთა.
Verse: 42და ჭამეს ყოველთა და განძღეს.
Verse: 43და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი; და თევზთაჲ მათცა.
Verse: 44ხოლო იყვნეს მჭამელნი იგი მის პურისანი ხუთ ათას კაც.
Verse: 45და მუნქუესვე აჲძულა მოწაფეთა თჳსთა აღსლვად ნავსა და წარძღუანვად ბეთსაიდად, ვიდრე განტევებადმდე ერისა მის.
Verse: 47და ვითარ შემწუხრდა, იყო ნავი საშოვალ ზღუასა, და იგი ხოლო მარტოჲ იყო ქუეყანასა ზედა.
Verse: 48და იხილნა იგინი საარებულნი ღელვისა მისგან ნავისა, რამეთუ ქარი წინაუკუმო იყო. და მეოთხესა ოდენ საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა, ვიდოდა ზღუასა ზედა და უნდა თანაწარსლვად მათდა.
Verse: 49ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი მავალი ზღუასა ზედა, საუცარს რასმე ჰგონებდეს და ღაღატ-ყვეს.
Verse: 50რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მუნქუესვე სიტყუად იწყო მათდა მიმართ და ჰრქუა მათ: მტკიცე იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
Verse: 53და წიაღჴდეს იგინი ქუეყანად და მოვიდეს გენესარედ.
Verse: 54და ვითარ გამოჴდეს იგინი მიერ ნავით, მუნქუესვე იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.
Verse: 55და მირბიოდეს ყოველსა გარემოჲს დაბნებსა მას და იწყეს ცხედრებითა სნეულებისა მიმოდაღებად, სადაცა ესმინ, ვითარმედ: მუნ არს.
Verse: 56და რომელსა შევიდის დაბნებსა, ანუ ქალაქებსა, ანუ აგარაკებსა, უბნებსა ზედა დასდგმიდეს სნეულებსა და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა ფესუსა ხოლო სამოსლისა მისისასა შეახეს. და რავდენთაცა შეახეს მას, ცხონდებოდეს.