Verse: 9და ჰკითხვიდა: მას რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მან: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ ჩუენ.
Verse: 10და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა მიავლინნეს იგინი გარეშე სოფელსა.
Verse: 11და იყო მუნ კოლტი ღორებისაჲ დიდი, მძოვარი მთასა თანა.
Verse: 12და ევედრებოდეს მას და ჰრქუეს: მიგუავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა შევიდეთ მათა.
Verse: 13და იესუ უბრძანა მათ. და გამოჴდა სულები იგი არაწმიდები და შეჴდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან კლდით კერძო ზღუასა; ხოლო იყო ვითარ ორ ათას ოდენ და დაიშთვებოდეს ზღუასა შინა.
Verse: 14ხოლო მეღორენი იგი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და აგარაკებსა. და გამოვიდეს იგინი ხილვად, რაჲ-იგი ქმნულ იყო.
Verse: 15და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარჱ და მოსილი გონებულად, რომლისა თანა-იგი იყო ლეგეონ, და შეეშინა მათ.
Verse: 16და მიუთხრეს მათ, რომელნი-იგი ხედვიდეს, ვითარ-იგი იყო ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისათჳს.
Verse: 33ხოლო დედაკაცი იგი შეშინდა და ძრწოდა მისთჳს, რომელი-იგი ყო მან იდუმალ. გულისხმა-ეყო მას, რომელი-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეურდა მას და უთხრა მას ყოველი ჭეშმარიტი.
Verse: 34ხოლო იესუ ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით და იყავ შენ ცოცხლებით გუემისა მისგან შენისა.
Verse: 35და ვიდრე იგი ამას ეტყოდაღა, მო-ვინმე-ვიდეს შესაკრებელთმთავრისა მისგან და თქუეს: ასული იგი შენი მოკუდა, რაჲსა მოაშრომებ მოძღუარსა?
Verse: 36ხოლო იესუს ვითარ ესმა სიტყუაჲ იგი თქუმული, ჰრქუა მთავარსა მას შესაკრებელისასა: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო!
Verse: 37და არავის უფლო მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრეს და იაკობს და იოვანეს, ძმასა იაკობისსა.
Verse: 38და მოვიდეს სახლსა მას შესაკრებელთმთავრისასა და იხილა ჟღავილი და მტირალნი და მჴჳობარნი ფრიად.
Verse: 39და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა შეშფოთვილ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
Verse: 40და იგინი ეკიცხევდეს მას. ხოლო მან გამოასხა ყოველი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმისაჲ და დედაჲ მისი და თჳსთანანი და შევიდა, სადა იდვა ყრმაჲ იგი,
Verse: 41და უპყრა ჴელი მის ყრმისაჲ და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს გამოთარგმანებით: ქალა, შენ გეტყჳ: აღდეგ!
Verse: 42და მუნქუესვე აღდგა ქალი იგი და ვიდოდა, რამეთუ იყო იგი ვითარ ათორმეტის წლის. და დაუკჳრდა მათ საუროჲ, ძჱ მარიამისი, და ძმაჲ იაკობისი და იოსჱსი და იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი არა აქა ჩუენ თანა არიან? და ცთებოდეს მისა მიმართ.
Verse: 43და ამცნო მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნეს, და უბრძანა მათ ცემად მისა პური.