Verse: 4ჰრქუეს მას მოწაფეთა თჳსთა: ვინაჲ შეუძლო შენ მათ აქა განძღებად პურითა უდაბნოსა ზედა?
Verse: 5და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუნს თქუენ პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდ.
Verse: 6და უბრძანა ერსა მას ინაჴით-დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა და მოიხუნა შჳდნი იგი პურნი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ; და დაუგეს ერსა მას.
Verse: 7და თევზნიცა ჰქონდეს მცირედ და იგინიცა აკურთხნა და ბრძანა დაგებაჲ.
Verse: 24აღიხილნა და თქუა: ვხედავ კაცებსა, ვითარცა ხეებსა მავალსა.
Verse: 25მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა ზედა მისთა, და აღიხილნა დაწყნარებულად და იხედვიდა სრულიად ყოველსა.
Verse: 26და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა მას: ნუცა დაბასა მას შეხუალ.
Verse: 27და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი სოფლებსა მას კესარიაჲსა ფილიპჱსასა და ჰკითხვიდა მგზავრ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა, ვითარმედ: ვინ ვარ მე?
Verse: 29მან ჰრქუა მათ: თქუენ რაჲ თქჳთ, ვინ ვარ? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტჱ.
Verse: 30მან შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრობდენ მისთჳს.
Verse: 31და იწყო სწავლად მათდა, რამეთუ ჯერ-არს ძესა კაცისასა ფრიად ვნებად და შეურაცხებად, და მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართაგან მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
Verse: 32და განცხადებულად სიტყუასა ამას იტყოდა. და გა-რე-იდგინა იგი პეტრე და იწყო მისა ლალვად.
Verse: 33ხოლო იგი მოიქცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა: უკუნიქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ შენ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
Verse: 34და მოუწოდა ერსა მას მოწაფითურთ თჳსით და ჰრქუა მათ: რომელსა ჰნებავს კუალსა ჩემსა სლვად, უვარ-ყავნ თავი თჳსი, აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
Verse: 35რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა ცხორებაჲ, მან წარწყმიდოს იგი; ხოლო რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, მან განარინოს იგი.
Verse: 36რაჲმე სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და განიჴუას სული თჳსი.
Verse: 38რამეთუ რომელსა სარცხჳნელ-უჩნდე მე და სიტყუანი ჩემნი, ნათესავსა ამას შორის, მომრუშესა და ცოდვილსა, ძესა კაცისასა სარცხჳნელ-უჩნდეს იგი, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა და ანგელოზთა თანა წმიდათა.