TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 30
Previous part

Chapter: 2 


Verse: 1  Link to ntkpl   და მოვიდა მერმე კაფარნაომდ მცირეთა დღეთაგან; ხოლო ისმა, ვითარმედ სახლსა შინა არს.


Verse: 2  Link to ntkpl   
და შეკრბეს მრავალნი, ვითარ ვერღარა დატევნად ვერცა კართა გარეშე, და ეტყოდა მათ სიტყუასა მას.


Verse: 3  Link to ntkpl   
და მოვიდოდეს მისა და მოაქუნდა მისა განრღუეული, რომელ ზეაქუნდა ოთხთა.


Verse: 4  Link to ntkpl   
და ვერ უძლეს მიახლებად ერისა მის გამო, გარდაარღჳეს სართული სახლისაჲ მის, რომელსა შინა იყო, და განთხარეს და შთაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა განრღუეული იგი იდვა.


Verse: 5  Link to ntkpl   
იხილა რაჲ იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი, ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!


Verse: 6  Link to ntkpl   
და იყვნეს ვინმე მწიგნობარნი მუნ მსხდომარეთაგანნი, განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა:


Verse: 7  Link to ntkpl   
რად ესე ესრეთ გმობასა იტყჳს? ვინ შემძლებელ არს მიტევებად ცოდვათა, გარნა მარტოჲ ღმერთი?

Verse: 7V    
იტყუს C.


Verse: 8  Link to ntkpl   
და მუნქუესვე ცნა იესუ სულითა თჳსითა, რამეთუ ესრე ზრახვენ იგინი გულთა შინა მათთა; ჰრქუა მათ: რად ესრეთ ზრახავთ გულთა შინა თქუენთა?


Verse: 9  Link to ntkpl   
რაჲ უადვილეს არს თქუმად განრღუეულსა: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?


Verse: 10  Link to ntkpl   
არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფე არს ძჱ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას:


Verse: 11  Link to ntkpl   
შენ გეტყჳ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!


Verse: 12  Link to ntkpl   
და აღდგა მუნქუესვე, აღიღო ცხედარი იგი და განვიდა წინაშე ყოველთა. დაკჳრვებულ იყვნეს, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.

Verse: 12V    
მუნქჳსვე C.


Verse: 13  Link to ntkpl   
და განვიდა მერმე ზღჳსკიდედ, და ყოველი იგი ერი მოვიდოდა მისა; და ასწავებდა მათ.

Verse: 13V    
ზღუსკიდედ C.


Verse: 14  Link to ntkpl   
და წარვიდოდა იგი მიერ, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდ მე! -- და აღდგა და შეუდგა მას.

Verse: 14V    
საზჳერესა C.


Verse: 15  Link to ntkpl   
და იყო ინაჴის-დგმასა მისსა შინა სახლსა მისსა, და მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ინაჴ-ედგა იესუს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალ და მისდევდეს მას.

Verse: 15V    
დგმა- C; მეზჳრეთა C.


Verse: 16  Link to ntkpl   
მწიგნობარნი იგი ფარისეველთანი, იხილეს რაჲ იგი, რამეთუ ჭამდა მეზუერეთა თანა და ცოდვილთა, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჰჭამთ და ჰსუამთ?

Verse: 16V    
მეზჳერეთა2 C.


Verse: 17  Link to ntkpl   
და ვითარ ესმა იესუს, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოსრულ ვარ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.


Verse: 18  Link to ntkpl   
და იმარხვიდეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?


Verse: 19  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: შემძლებელ არიანმე ნაშობნი ქორწილისანი, ვიდრე სიძე იგი მათ თანაღა არს, მარხვად? რაოდენ ჟამ სიძჱ იგი მათ თანაღა იყოს, ვერშემძლებელ არიან მარხვად.


Verse: 20  Link to ntkpl   
არამედ მოვიდენ დღენი, რაჟამს აღიღოს მათგან სიძჱ იგი, მაშინღა იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.

Verse: 20V    
რაჲჟამს C; სიძეჱ C.


Verse: 21  Link to ntkpl   
არავინ სადგმელი ნახევისა უმურკველისაჲ დაადგის სამოსელსა ზედა ძუელსა; უკუეთუ არა, გამოიღლიძის სწორად თჳსა ახალმან მან ძუელისაჲ მის და უძჳრეს განხეთქილ იქმნის.


Verse: 22  Link to ntkpl   
და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა; უკუეთუ არა, განხეთქის ღჳნომან თხიერნი იგი და ღჳნოჲ იგი დაითხიის, და თხიერნი იგი წარწყმიდიან; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.

Verse: 22V    
ღუნოჲ1 C; ძჳელთა C; ღუნომან C.


Verse: 23  Link to ntkpl   
და იყო, ვითარ თანაწარჰვიდოდა იგი ყანობირსა შაფათსა შინა, და მოწაფეთა მისთა იწყეს სლვასა შინა მათსა სხუერტად თავისა.


Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო ფარისეველნი ეტყოდეს მას: იხილე, რასა იქმან შაფათსა შინა, რომელ არა ჯერ-არს!


Verse: 25  Link to ntkpl   
და მან ჰრქუა მათ: არამე სადა აღმოგიკითხავს თქუენ, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი უჴმდა და შეემშია და მისთანათა მათ?


Verse: 26  Link to ntkpl   
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო, და სცა მისთანათაცა, რომელნი იყვნეს.


Verse: 27  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: შაფათი კაცისათჳს დაებადა და არა კაცი შაფათისათჳს.


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათსაცა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.