Verse: 4და ჰრქუა მათ: რაჲ წეს არს შაფათსა შინა: ქველისსაქმჱ ანუ ძჳრისსაქმჱ? სულისა ცხორებაჲ, ანუ წარწყმედაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.
Verse: 5და მიხედა მათ მრისხანედ შეჭუვნებულად სიბრმესა მას ზედა გულისა მათისასა და ჰრქუა კაცსა მას: წარმოირათხ ჴელი შენი! და წარმოირთხა, და განცოცხლდა ჴელი იგი მისი.
Verse: 6და გამოვიდეს ფარისეველნი მუნქუესვე ჰეროდეანთა თანა და ზრახვიდეს მისთჳს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი.
Verse: 7ხოლო იესუ მოწაფითურთ თჳსით წარვიდა ზღუად კერძო; და მრავალი ერი გალილეაჲთ და ჰურიასტანით
Verse: 8და იერუსალჱმით და იდუმიაჲთ და წიაღ იორდანისაჲთ და ტჳროსით და სიდონით კერძო ერი მრავალი. ესმოდა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოსრულ იყვნეს მისა.