Verse: 4ხ̃ იყო იოვანე ნათლისმცემელი უდაბნოსა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მოსატევებელად ცოდვათა.
Verse: 5და განვიდოდა მისა ყოველი ჰურიასტანი სოფელი და იერუსალჱმელნი, და ყოველნი ნათელს-იღებდეს [მისგან] იორდანესა მდ[ი]ნარესა და აღ[ი]არებდეს ცოდვათა მათთა.
Verse: 27და დაუკჳრდა ყოველთა, გამოეძიებდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲმე არს ესე სწავლაჲ ახალი? რამეთუ ჴელმწიფებით არაწმიდათა მათ სულთა უბრძანის, და დაემორჩილებიან მას.
Verse: 28და განჴდა ჰამბავი ესე მისი ყოველსა მას გარემოჲს სოფლებსა გალილეაჲსასა.
Verse: 29და მუნქუესვე გამოვიდეს მიერ შესაკრებელით და მოვიდეს სახედ სიმონისა და ანდრიაჲსა იაკობითურთ და იოჰანეთურთ.
Verse: 30ხოლო სიდედრი სიმონისი იდვა სიცხითა. და მუნქუესვე ჰრქუეს მას მისთჳს.
Verse: 31და მოვიდა, უპყრა ჴელი და აღადგინა და დაუტევა იგი სიცხემან მან, და ჰმსახურებდა მათ.
Verse: 32და ვითარ დამწუხრდა, რაჟამს დაჰჴდა მზე, მოართუმიდეს მას ყოველსა სნეულებსა და ეშმაკეულებსა.
Verse: 33და ქალაქი იგი ყოველი შეკრებულ იყო წინაშე კართა.
Verse: 34და განკურნა მრავალნი სნეულნი პირად-პირადთაგან სენთა და ეშმაკნი მრავალნი განჴადნა; და არა უფლეს სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
Verse: 35და მსთუად განთიად აღდგა, გამოვიდა და მივიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ თაყუანის-სცემდა.
Verse: 43და შეჰრისხნა მას, და მუნქუესვე გამოაძო იგი
Verse: 44და ჰრქუა მას: ნუვის უთხრობ, არამედ მიგუალე და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელ ბრძანა მოსე საწამებელად მათდა.
Verse: 45ხოლო იგი ვითარ გამოვიდა, იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის და ვერღარა ჴელ-იწიფის მან ქალაქად ცხადად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყო. და მოვიდოდეს მისა ვინაჲვე.